“შპარგალკის” შესახებ…
“შპარგალკა” – წარმოადგენს ინფორმაციის მატარებელ სპეციალურად შედგენილ ფურცელს,რომელზეც დატანილია ის საჭირო ინფორმაცია,რომელიც ფარულად გამოიყენება (მოსწავლეების,სტუდენტებისა და ასე შემდეგ) გამოცდების,ტესტებისა და საკონტროლო წერის დროს.ცნობილი გერმანელი ენათმცოდნის,ლექსიკოგრაფისა და ბალკანისტის – მაქს იულიუს ფრიდრიხ ფასმერის (1886-1962 წლები) მიერ შედგენილი ლექსიკონის მიხედვით,თავად სიტყვის წარმომავლობა მომდინარეობს უკრაინული სახუმარო სიტყვისაგნ – “შპარგალ”,რაც თარგმანით – “ძველ,გადაწერილ ქაღალდს” აღნიშნავს.დღეისათვის სულ სამი სახის “შპარგალკაა” ცნობილი: ”ბომბა”,”არქივკა” და “ვიკი-შპარგალკა”.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,”შპარგალკის” დასაბამს სათავე დაუდო ფრანკთა მეფემ – კარლოს I დიდმა (742-814 წლები).ცნობილია,რომ,ისევე,როგორც იმ პერიოდში მაცხოვრებელი უამრავი ადამიანი,არც ფრანკთა მეფე გამოირჩეოდა განათლების ელემენტარული დონით.დადასტურებული ფაქტია,რომ მან წერა-კითხვაც კი არ იცოდა.მიუხედავად ამისა,დღემდე შემორჩა სხვადასხვა სახის ისეთი სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტები,რომლებზეც ხელს კარლოს დიდი აწერს.მეცნიერთა გაკვირვება,იმ ფაქტმა გამოიწვია,თუ როგორ აწერდა ხელს დოკუმენტებს,წერა-კითხვის უცოდინარი კარლოსი.სწორედ ამის შედგეგ დადგა დღის წესრიგში,გაერკვიათ რა მეთოდით ახდენდა მეფე ამას.გაირკვა,რომ კარლოსის ქვეშევრდომებმა და მწერლებმა,სპეციალურად დაამზადეს და შეიმუშავეს ხელმოწერის ნიმუშები პერგამენტისაგან,რომლიდანაც კოპირებას ახდენდა მეფე.ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,”შპარგალკის” პირველი გამოყენება,სწორედ კარლოს დიდმა დაიწყო და შემდგომ ფართოდ იქნა კიდეც გავრცელებული მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი)
“შპარგალკის” ფუძემდებელი,ფრანკთა მეფე – კარლოს I დიდი