“ვიჯილანტები” – (თვითგამასამართლებლები)

“ვიჯილანტები” – წარმოადგენს ცალკე აღებულ იმ პერსონას ან პირთა ჯგუფს,რომელთა უმთავრესი მიზანი მდგომარეობს ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებული და სასამართლოს მიერ სათანადადოდ არ დასჯილი პირების სათანადოდ დასჯაში,ანუ თვითგასამართლებაში,ყოველგვარი სამართლებლივი ჩარჩოების უგულებელყოფით. (ავტორი გენია.ჯი) თავად ტერმინი – “ვიჯილანტი”,ესპანური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – ფრთხილს,დაკვირვებულს.ისეთი ადამიანები,რომლებიც დახმარებას უწევენ მთავრობასა და სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავის შეპყრობაში – “ვიჯილანტებად” არ იწოდებიან,რადგან ამ შემთხვევაში არ მოქმედებს მათი უმთავრესი პრინციპი – “თვითგასამარლებისა”.აღსანიშნავია,რომ “ვიჯილანტები” ამა თუ იმ დამნაშავის გასამართლების შემდეგ,თავად ხდებიან სამართლებლივი დევნის ობიექტები.კრიმინალისტები,მათ მიერ ჩადენილ ქმედებებს კანონთან სრულ შეუსაბამოდ და არაეფექტურად მიიჩნევენ.უამრავ შემთხვევებში,თვითგასამართლება ჩაუდენიათ ცალკე აღებულ პერსონებს და არა ჯგუფებს.ისტორიაში ცნობილია მრავალი ისეთი ფაქტი,რა დროსაც “ვიჯილანტს” თავად გამოუტანია განაჩენი სახელმწიფოს იმ მაღალჩინოსანი მოხელისათვის,რომელიც კორუფციასა და სხვა რიგ დანაშაულებებში იყო შემჩნეული,თუმცა რიგი მიზეზიების გამო,მათ შორის მაღალჩინოსანთა მფარველობის შედეგად,თავად სახელმწიფოს არ დაუსჯია.”ვიჯილანტების” მიერ წარმოებული აქციები,თავისთავში,მხოლოდ ფიზიკური ძალადობას არ გულისხმობს და ისინი ამისათვის იყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და პირადი ქონების განადგურებასაც კი.

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ სანამ ტერმინი – “ვიჯილანტი” დამკვიდრდებოდა,ასეთივე მეთოდებით მანამდეც სარგებლობდნენ  მსოფლიოში.ცნობილი პარალელები  შესაძლოა გავავლოთ ადრეულ ეპოქებში დამკვიდრებულ ისეთ პრინციპებთან,როგორებიცაა –  ”სისხლის აღება” და “ვენდეტა”.დასავლეთის კულტურაში “ვიჯილანტების” ტიპიურ მაგალითად მოიხსენიებენ,საყოველთაოდ ცნობილ,ინგლისური ხალხური ბალადების გმირს – რობინ ჰუდს.ცნობილია ისიც,რომ იმავე შუასაუკუნეების ევროპაში არსებობდა თვითგასამართლების საიდუმლო სასამართლო ორგანიაზაცია,სახელწოდებით – “ფერგემიჰტი”,რომელიც დაფუძნებულ იქნა XII საუკუნის დასასრულს,გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე  ისტორიულ რეგიონში – ვესტფალიაში.ჩრდილოეთ ამერიკაში – “ვიჯილანტები”,ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობამდე ცხოვრობდნენ.მოგვიანებით,აღნიშნული პრაქტიკის მიხედვით ჩამოყალიბდა – “ლინჩის სასამართლო”.ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ დროთა განმავლობაში,თვითგასამართლების უამრავი ორგანიზაცია იქნა დაფუძნებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.მათ შორის – “ფრაიკორი” (გერმანიაში),”სიკვდილის ესკადრონები” (ლათინურ ამერიკაში),”ბაკასის ბიჭები” (ნიგერიაში) და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)