“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. “თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ,შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ,ვეჭვობ,იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო”. – ღირსი გაბრიელი
2. “ადამიანი ღმერთი არ არის; მაგრამ მისი არსებობის მიზანი,უფლის მცნების მიხედვით,ღვთის მსგავსებაა”. – წმინდა ბასილი დიდი
3. “ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული,ვინაიდან უფალი ყველგან არის”. – წმინდა იოანე ოქროპირი
4. “ვინც ერთ ვნებას წააქეზებს,რათა მისი საშუალებით სხვები დაასუსტოს,იგი ყველა ვნებას კარს უხსნის”. – წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
5. “თუ ადამიანი არ ტოვებს გულში დაბუდებულ საკუთარ ნებას და ყველაფერში საკუთარ თავს არ უარყოფს,თუ არ ჩამოშორდება თავის სიმდიდრესა და ქონებას,არ დაემონება ღმერთს სულიერ მამასთან მორჩილების გზით,იგი ვერც შეიტყობს და ვერც აღასრულებს ღვთის ნებას”. – ღირსი მამა ანტონი დიდი