გელა დაიაური – “ვინ იცის ქვაო,როგორ გტკივა”

ვინ იცის ქვაო,როგორ გტკივა

თოვლი გაგიჟებს.

ვინ იცის მიწავ,როგორ გტკივა

ფეხს რომ გაბიჯებ.

***

ვინ იცის პირუტყვს,

როგორ უჭირს ყოფნა უენოდ,

ამ გულს კი ყოფნა ყოფნა ფუჭი,

ყოფნა უშენოდ.

***

ვინ იცის,ხეო,ფეხზე დგომით

გტკივა ფესვები,

წელში იხრებით ქართან ომით

არყნი,მუხები.

***

ვინ იცის,ფიფქებს როგორ უნდათ

დიდხანს სიცოცხლე,

ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,

ყოფნას ვუმოკლებთ.

***

ვინც იცის,ურვა და ჩივილი

ქარის, მიწის, ცის…

პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის

არავინ იცის.