რანავალონა I – (“კალიგულა კაბაში”)
რანავალონა I – დაიბადა 1788 წელს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ მადაგასკარზე.იგი წარმოადგენდა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ მმართველ დედოფალს,იმავე კუნძულზე XVIII-XIX საუკუნეებში არსებული იმერინას იმპერიისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ რავანალონას მეუღლე – რადამა I დიდი იყო ის პიროვნება,რომელმაც გააერთიანა და ერთიანი ქვეყნის საზღვრებში მოაქცია კუნძული მადაგასკარი.მას შემდეგ,რაც 1828 წელს გარდაიცვალა რადამა I,ქვეყნის მმართველობის სადავეები მისი მეუღლის – რანავალონას ხელში გადავიდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მანამდე უკიდურესი სისასტიკით გაუსწორდა იმ ადამიანებს,რომლებიც მის უმთვარესს პრედენტენტებს წარმოადგენდნენ სამეფო ტახტისათვის ბრძოლაში. 1828 წლის 11 აგვისტოს,რანავანოლა ოფიციალურად იქნა კონორიზირებული იმერინას იმპერიის სამეფო ტახტზე,რის შემდეგაც მთელი 30 წლის მანძილზე უსასტიკესი მეთოდებით მართავდა ქვეყანას.მისი პირველი ქმედებები,მიმართული გახლდათ,თავისი იმპერიის ტერიტორიაზე ევროპელთა გავლენის შესუსტებისაკენ.მან მრავალჯერ მოიგერია ფრანგი კოლონისტების შემოტევები და ჩამოაყალიბა საკმაოდ ძლიერი და მრისხანე არმია.რავანალონამ ქვეყნიდან გააძევა ყველა ევროპელი მისიონერი.გარდა ამისა,იდევნებოდნენ ქრისტიანული რწმენის მქონე ადამიანებიც.საინტერესოა ის მეთოდი,თუ როგორ შესძლო იმერინას იმპერიის მმართველმა ქალმა ძლიერი არმიის ჩამოყალიბება: ომიანობის დროს (რომელიც მთელ მის მმართველობას თან სდევდა) ის გლეხები (მამაკაცები),რომლებიც ვერ გადაიხდიდნენ სახელმწიფო გადასახადებს,ავტომატურად ირიცხებოდნენ არმიის რიგებში.ამ მეთოდით,დედოფალმა 30 000-ანი არმია ჩამოაყალიბა.მშვიდობიანობის დროს კი,თუ გლეხები გადასახადებს ვერ გადაიხდიდნენ,მათ საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე სამსახური (მშენებლობები და სხვა) უნდა გაეწიათ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე,რაც სახელმწიფო გადასახადად ეთვლებოდათ. 1838 წელს,რანავალონამ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებისას ოფიციალურად მოითხოვა,რომ ყოველი ვაჭრობა ქვეყანაში არსებულ პორტებში,მალაგასიელების კონტროლის ქვეშ განხორციელებულიყო (მადაგასკარზე მაცხოვრებელი ძირითადი მოსახლეობა).აღნიშნულმა წინადადებამ,არა მარტო ინგლისელების,არამედ ფრანგების დიდი გაღიზიანებაც გამოიწვია,რასაც შედეგად იმერინას იმპერიის ქალაქ-პორტის – ტუამასინას დაბომბვა და ვაჭრობისათვის დახურულ ზონად გამოცხადება მოჰყვა (პორტში ვაჭრობა აღდგენილ იქნა მხოლოდ დედოფლის გარდაცვალების შემდგომ).მისი უსასტიკესი მმართველობისას,მილიონობით მადაგასკარელი დაიღუპა.ძირითადად ხალხი იღუპებოდა – ომებისაგან,დაავადებებისაგან,სიკვდილით დასჯისაგან,იძულებითი შრომისაგან და სხვა.რავანალონას იმპერიაში,უმცირესი დანაშაულისათვისაც კი,დამნაშავეს უმკაცრესი სასჯელით სჯიდნენ,მათ შორის სიკვდილითაც.ევროპელთა კუნძულიდან განდევნამ და სავაჭრო პორტების დახურვამ,ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი გამოიწვია.შედეგად,ისედაც ღატაკი მოსახლეობა,კიდევ უფრო გაღატაკდა.მოგვიანებით (1853 წელს),ფრანგი დიპლომატის – ჟან ლაბორდეს დიდი ძალისხმევის შედეგად,იმპერიაში აღდგენილ იქნა რიგი საწარმოები,რამაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად კარგი ეკონომიკური ფონი შექმნა.
რანავალონა I-ს,იმპერიის მოსახლეობა შეშლილ ტირანად მოიხსენიებდა.მის ლექსიკონში არ არსებობდა სიტყვა – სიბრალული და თავის ერს უსასტიკესი მეთოდებით მართავდა.ისტორიაში შემორჩენილია ფაქტები,როდესაც დედოფალს სიკვდილით დაუსჯია ის ქვეშევრდომები და მოსამსახურეები,რომლებიც დედოფალს სიზმარში უკითხავად გამოეცხადა.გარდა ზემოაღნინული ზედსახელებისა,მას მოიხსენიებდნენ სხვა სახელებითაც – “მადაგასკარის სისხლიანი მერი”,”კალიგულა კაბაში” და “ყველაზე შეშლილი დედოფალი ისტორიაში”.
რანავალონას ევროპელთა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას,მისი ვაჟი რადამა II არ იზიარებდა. 1857 წელს,მან,დედისაგან საიდუმლოდ აწარმოა მოლაპარაკებები ფრანგებთან,რაც იმპერიის ევროპეიზაციას და შემდგომში,ქვეყნის საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ გადასვლას ისახავდა მიზნად.აღნიშნული მოლაპარაკების დეტალები,მალევე ცნობილი გახდა დედოფლისათვის და ქვეყანაში დაიწყო საშინელი რეპრესიების ტალღა.მან,აღნიშნულ მოლაპარაკებას შეთქმულება უწოდა და უამრავი ადამიანი სიკვდილით,ან ქვეყნიდან გაძევებით დასაჯა.განსაკუთრებული სისასტიკით კი,მაინც მალაგასიელ მოსახელობას მოექცა,რომლებსაც შეთქმულების ყველაზე მთავარ მონაწილეებად მიიჩნევდა.რანავალონას ტირანიამ,მის მიმართ,არა მარტო ევროპელებში,არამედ საკუთარ მოსახლეობაშიც უდიდესი სიძულვილი გამოიწვია.ქვეყანამ მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქა,როდესაც 1861 წლის 15 აგვისტოს,ანტანარივუში ქვეყნის შეშლილი დედოფალი – რანავალონა I გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)