ვეზირ რეხმირის სამარის წარწერებიდან – “ვეზირის განაწესი”
“ფრთხილად განსაჯე,რაც მეფის მრჩეველს მოეთხოვება.იცოდე,ვეზირის მოვალეობა ტკბილი არ არის,ნაღველივით მწარეა.ყური ათხოვე ყოველ მავედრებელს,ვისი სიტყვაც ჯერ არ მოგისმენია.თუ რამე გთხოვეს,ჰაშას ნუ ჰკრავ.ნურას უარყოფ,ვიდრე დაარწმუნებ,რომ უარსაყოფია… მთხოვნელი თავისას ითხოვს,ის შენგან სიმართლეს ელის.გახსოვდეს,ვეზირს,დიდ მწერალს,სამართლიანობის მწერალს უწოდებენ.შენი დარბაზი უნდა იყოს “ორივე სამართლიანობის” სავანე.ვეზირი ისაა,ვინც ყოველ კაცს გაუჩენს სამართალს და სიმართლეს სიცრუისაგან გაარჩევს”. (ავტორი გენია.ჯი)