გიორგი ლეონიძე – „კაცებ, ქალებს გაუფრთხილდით”
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით,
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
***
ქალს შვლის ნუკრივით მოუარეთ
მადლი ხელისგულზე მოუყარეთ,
ქალს, ქალობა დაულოცეთ და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ.
***
თორემ სულ სხვა არის ქალის ძალა
ქალი ათასჭირად გადაგაქცევს,
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს,
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
***
ხოდა, გაუფრთხილდით ამ ფათერაკს,
დარდის ნაოჭები გაუქარვეთ,
სული სიყვარულით აუვსეთ და
გული ფიანდაზად გაუშალეთ!