ჟორჟ ჟაკ დანტონის შესახებ…
საფრანგეთის პირველი რესბუბლიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა,რევოლუციონერმა და იუსტიციის მინისტრმა რევოლუციისას – ჟორჟ ჟაკ დანტონმა (1759-1794 წლები),თანამოზრეებთან – მარატთან, შომეტომთან, დემულენთან და სხვებთან ერთად, 1790 წელს დააარსა პოლიტიკური კლუბი – “კორდელიერები”, რომელმაც შემდგომში უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყანაში წამოწყებულ რევოლუციაში. 1793 წელს,მისივე ინიციატივით შექმნილ იქნა საფრანგეთის რევოლუციური ტრიბუნალი,რომელმაც საშინელი ტერორი დაამყარა ქვეყანაში.მას შემდეგ,რაც 1793 წელს საფრანგეთის რევოლუციურმა ხელისუფლებამ გაიმყარა პოლიტიკური მდგომარეობა,დანტონი რობერსპიერის წინაშე გამოვიდა ინიციატივით,რომ ქვეყანაში აღარ იყო რეპრესიების საჭიროება და შეეწყვიტათ იგი.სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მის მიერ საფრანგეთში ტერორის მომხრეთა წინააღმდეგ საჯარო და ღია გამოსვლები.დანტონის აღნიშნულმა საქციელმა,დიდად განარისხა დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – მაქსიმილიან რობერსპიერი,რომელმაც საბოლოოდ იგი თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად ჯერ დააკავა და შემდგომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1974 წლის 5 აპრილს,ეშაფოტისკენ მიმავალმა დანტონმა საკუთარი თავი შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: “წინ დანტონ! შენ არ უნდა იცოდე თუ რა არის სისუსტე და უძლურება”. – ხოლო როდესაც იმ სახლს ჩაუარა,სადაც რობერსპიერი ცხოვრობდა,ხმამაღლა შესძახა წინასწარმეტყველური სიტყვები: “რობერსპიერ, მე გელი შენ!” – და მართლაც, დანტონის სიკვდილით დასჯიდან სულ რაღაც სამიოდე თვეში, მაქსიმილიან რობერსპიერიც ისევე დასაჯეს გილიოტინის გამოყენებით სიკვდილით, როგორც მისი ყოფილი მეგობარი – ჟორჟ ჟაკ დანტონი. (ავტორი გენია.ჯი)