იცით თუ არა,რომ

1. დიდი ფრანგი მწერალი – ალექსანდრე დიუმა (უფროსი),ქართველების შესახებ წერდა: “მე არაფერს ვლაპარაკობ ქართველებზე,რომელთაც საქართველოს გარეშე ვერსად ნახავთ და რომელნიც იმდენად საუცხოო,კეთილი,პატიოსანი,გულუხვი და შემართებული ერია,რომ მას სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას”.

2. კრივის რინგზე პირველად რეფერი (იუჯინ კორი) 1907 წლის 7 დეკემბერს გამოჩნდა.

3. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა – ტიხონმა, 1918 წლის 1 თებერვალს ანათემას გადასცა საბჭოთა ხელისუფლება. (ავტორი გენია.ჯი)

4. საყოველთაოდ ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა “სანდი თაიმსმა”,ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსებსა და კომპოზიტორებს – ჯონ ლენონსა და პოლ მაკარტნის – “ბეთჰოვენის შემდეგ,უდიდესი კომპოზიტორები” უწოდა.

5. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კუნძულზე – გრენლანდიაში,განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, 1972 წლის 8 მარტს,აღინიშნა ქარის ყველაზე მაღალი სიჩქარე ისტორიაში,რომელიც საათში 333 კილომეტრს შეადგენდა.

6. ცნობილი ესპანელი კონკისკადორი – ვასკო ნუნიეს-დე-ბალბოა (1475-1519 წლები),წარმოადგენდა იმ პირველ ევროპელს,რომელმაც 1513 წლის 25 სექტემბერს იხილა – წყნარი ოკეანე.

7. გენიალური იტალიელი ასტრონომის,ასტროლოგის,პოეტისა და ფილოსოფოსის – ჯორდანო ფილიპო ბრუნოს (რომელიც კოცონზე დაწვა ინკვიზიციამ),საფლავის ეპიტაფიაა: “დამწვათ,არ ნიშნავს,რომ უარვყო”.

8. ლეონიდ ხრუშჩოვი,რომელიც მომავალი საბჭოთა გენსეკის - ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟი იყო,სამამულო ომის დროს გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ.როგორც მისი განთავისუფლების შემდეგ გახდა ცნობილი,ლეონიდი ტყვეობისას გერმანელებთან თანამშრომლობდა.აღნიშნული ფაქტის გამო,მას საბჭოთა სამხედრო ტრიბუნალმა დახვრეტა მიუსაჯა.ნიკიტამ სტალინს შვილის შეწყალება სთხოვა,თუმცა უარი მიიღო,რის შემდეგაც სტალინზე გაბრაზებულმა,თავის ახლობლებში შემდეგი რამ განაცხადა: “თავის დროზე საკუთარი ძმის გამო ლენინმა მეფის ოჯახს სამაგიერო გადაუხადა.სტალინს ჩემი შვილის გამო თუნდაც მკვდარს გადავუხდი სამაგიეროს”.

9. როგორც ცნობილია,მას შემდეგ,რაც გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ვიქტორ-მარი ჰიუგომ,”პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე” დაიწყო მუშაობა,თავსა და სახეზე თმა და წვერი ცალ მხარეს შეიჭრა,რათა სახლიდან გარეთ არ გასულიყო და მთელი დრო ამ შესანიშნავი ნაწარმოების შექმნისათვის მიეძღვნა. (ავტორი გენია.ჯი)

10. სპილოს ეშვები,სულ სამი ქვეყნის ეროვნულ გერბზეა გამოსახული.აღნიშნული ქვეყნებია: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,კოტ-დივუარი და ბოტსტვანა.