პავლე ინგოროყვა – “ეპიზოდი”
დიდი ქართველი მამულიშვილი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაზე – პავლე ინგოროყვა (1893-1983 წლები), საქართველოს მოსახლეობის აღწერისას (მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა), მთელი ძალითა და ენერგიით ცდილობდა არც ერთი ქართველი არ დაჰკარგვოდა საქართველოს.სწორედ ამიტომ ხშირად დადიოდა სტატისტიკურ სამმართველოში და ზუსტი მონაცემების გაცნობას ლამობდა. ერთ დღეს სტატისტიკური სამმართველოს თანამშრომელთან სტუმრობის დროს, საკმაოდ დიდხანს ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე, რამაც ძალიან გააღიზიანა მსმენელი:
„ – ბატონო, თქვენ რა, ყველაფერი გაინტერესებთ? – ჰკითხა უკმეხად.
- დიახ, მე ის კაცი ვარ, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, რაც საქართველოს ეხება”, – უმალვე უპასუხა დიდმა მამულიშვილმა.
თანამოსაუბრემ, რომელმაც დიდი მეცნიერი ვერ იცნო, ირონიულად ჰკითხა:
- თქვენ რა, პავლე ინგოროყვა ბრძანდებით?
- დიახ, მე პავლე ინგოროყვა გახლავართ!
- ბატონო პავლე! – ეს სიტყვებიღა აღმოხდა სტატისტიკური სამმართველოს თანამშრომელს და დადუმდა.
„ – მე ვარ ჯარისკაცი, მეგობარო! ერის ჯარისკაცი!” – ღიმილით უპასუხა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა. (ავტორი გენია.ჯი)