რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”
გენიალური შოტლანდიელი პოეტი,ლირიკოსი და “შოტლანდიის ეროვნულ პოეტად” აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759 – 1796 წლები),ერთ დღეს მდინარის პირას სეირნობდა,რა დროსაც შეესწრო თუ როგორი წვალებითა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოათრია წყლიდან უბრალო გლეხმა,ადგილობრივი დიდებული,რომელიც მდინარეში იხრჩობოდა.მას შემდეგ,რაც ეკონომიკურად საკმაოდ მდიდარი დიდებული მოსულიერდა და წასვლა დააპირა,ქისიდან სპილენძის ერთ გროშიანი მონეტა ამოიღო და თავის მხსნელს გაუწოდა.მისმა სიძუნწემ და უმადურობამ,აღნიშნული ფაქტის შემსწრე ხალხის ისეთი დიდი აღშფოთება გამოიწვია,რომ მისი ისევ წყალში გადაგდება დააპირეს.თუმცა,გამძვინვარებული ხალხის წინაშე რობერტ ბერნსი აღიმართა და მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა:
” – ღვთის გულისათვის,თავი დაანებეთ,თავად უკეთ იცის საკუთარი თავის ფასი!” (ავტორი გენია.ჯი)