ფრანჩესკო პეტრარკა – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი პოეტი და ჰუმანისტი – ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374 წლები),რომელიც დანტე ალიგიერთან ერთად დღემდე მიჩნეულია რენესასნსის ფუძემდებლად, 40 წლის ასაკში მძიმედ დაავადდა და “ლეთარგიულ” ანუ “საღათას ძილს” მიეცა (დღემდე მეცნიერულად დაუდგენელი ავადმყოფური მდგომარეობა,რომელიც ჩამოჰგავს ძილს და რომლისთვისაც დამახასიათებელია სრული უძრაობა და უმოქმედობა).ყოველივე ამის შემდგომ,ოჯახმა და ახლობლებმა იგი გარდაცვლილად მიიჩნიეს და მისი დაკრძალვის ცერემონიაც სრული წესების დაცვით მიმდინარეობდა.თუმცა,მათ გაოგნებას საზღვარი მაშინ დაეკარგა,როდესაც კუბოში მწოლიარისა და დასაკრძალად გამზადებული პეტრარკას “გაცოცხლების” მოწმენი გახდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული მომენტის შემდეგ,დიდმა იტალიელმა პოეტმა,კიდევ 30 წელიწადი იცოცხლა და უამრავი შედევრიც დაუტოვა კაცობრიობას. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ასეთივე დაავადება სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად,დაემართა რუს მწერალს ნიკოლოზ გოგოლსაც,თუმცა იგი პეტრარკასგან განსხვავებით დაკრძალულ იქნა.მოგვიანებით,როდესაც მისი საფლავი გახსნეს,გოგოლის ნეშტს აშკარად ეტყობოდა,რომ იგი ლეთარგიული ძილის პროცესში დაკრძალეს. (ავტორი გენია.ჯი)