უდეი სადამ ჰუსეინ ალ-ტიკრიტი – (სადამ ჰუსეინის ამორალური ვაჟი)
უდეი სადამ ჰუსეინ ალ-ტიკრიტი – დაიბადა 1964 წლის 18 ივნისს ერაყის ქალაქ ტიკრიტში.იგი წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის განსაკუთრებული სისასტიკით,სადიზმითა და ამორალური თვისებებით უხვად დაჯილდოვებულ უფროს ვაჟს. 1984 წელს დაამთავრა საინჟინრო კოლეჯი და მალევე დანიშნულ იქნა სადამის სახელობის უნივერსიტეტის რექტორად.ამავე პერიოდში მიენიჭა პოლიტოლოგიის დოქტორის ხარისხი.მოგვიანებით კი,დაინიშნა ერაყის ოლიმპიური კომიტეტის,ჟურნალისტთა და საფეხბურთო ასოციაციების პრეზიდენტად.ხელმძღვანელობდა ერაყელი ახალგაზრდებისა და სტუდენტების კავშირებს. (ავტორი გენია.ჯი) მანვე ჩამოაყალიბა სამხედრო ფორმირება – “ფედაინ სადამი”.იგი გახლდათ – იერუსალიმის განმათავისუფლებელი არმიის წევრი.ერთი პერიოდის მანძილზე ერაყის პარლამენტის წევრის სტატუსით სარგებლობდა.უდეიმ,მსოფლიო ისტორიაში თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და სასტიკმა დიქტატორის ვაჟმა. 1988 წელს,ერაყს სტუმრობდა ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის მეუღლე – სიუზან მუბარაქი,რომლის ოფიციალურად მიღების დროსაც (მის თვალწინ),უდეიმ სასიკვდილოდ სცემა სადამის ერთ-ერთი ხელქვეითი.აღნიშნულმა ფაქტმა,დიდი სკანდალი და რეზონანსი გამოიწვია.თავი,უდეიმ იმით იმართლა,რომ აღნიშნული პიროვნება,მამამისის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა.თუმცა ცნობილია,რომ სადამის მრჩევლის სასიკვდილოდ ცემას,აბსოლუტურად სხვა მიზეზები გააჩნდა.კერძოდ,მან შური იძია დედის გამო,რადგან სწორედ იმ პერიოდში იქორწინა ჰუსეინმა – Iraqi Airwaisy-ს დირექტორის ქალიშვილზე.უდეიმ კარგად უწყოდა,რომ სადამს მისი მომავალი მეუღლე – სამირ შაჰბანდარი,სწორედ მის მიერ სასიკვდილოდ გაწირულმა მრჩეველმა წარუდგინა და გააცნო, და მათ შუამავალსაც წარმოადგენდა სადამისა და სამირის დაქორწინებამდე.
აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ზედამხედველობას,თავად სადამი უწევდა.დადგენილ იქნა,რომ ჰუსეინის ქორწინებამ,მისი მეუღლე (უდეის დედა) ძლიერ გააღიზიანა,რამაც გამოიწვია კიდეც ზემოაღნიშნული ფაქტი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სადამ ჰუსეინმა საჯაროდ დასაჯა სიკვდილით ყოფილი მეუღლე,რამაც მამა-შვილს შორის კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება წარმოშვა და სადამის უფროსი ვაჟი – უდეი,დაკავებულ იქნა.ერაყის დიქტატორი მზად იყო საკუთარი ვაჟიც უმკაცრესად დაესაჯა,როგორც მკვლელი.თუმცა,აღნიშნულ საკითხში ჩაერთო იორდანიის მეფე,რომელიც თავად ჩაფრინდა ბაღდადში იმისათვის,რომ ისინი შეერიგებინა,რაც განახორციელა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)
ამ ისტორიის შედეგად,უდეი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად.თუმცა,მისი ამორალური საქციელების-და გამო (თაღლითობისა და გამომძალველობისათვის),შვეიცარიის ხელისუფლებამ,მას ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა. 1990 წელს,სადამმა ვაჟს ნება დართო ქვეყანაში დაბრუნებისა,რამაც მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტი ამოწურა.სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო ერაყში მისი განუზომელი და სასტიკი ძალაუფლების ფორსირება.
როგორც ოფიციალურად არის დადასტურებული,უდეი ქალების დიდი მოტრფიალე გახლდათ და თუკი,რომელიმე ლამაზ ქალს თვალს დაადგამდა,აუცილებლად აისრულებდა იმ ვნებებს,რომლითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო შეპყრობილი.უამრავი მაგალითია იმისა,თუ როგორ იკარგებოდნენ ბაღდადის ქუჩებში ახალგაზრდა და ლამაზი გოგონები,რომლებიც გატაცების შემდეგ უდეის აპარტამენტებში ხვდებოდნენ.მისი აღვირახსნილი და თავხედური გამოვლინების თვალნათელი მაგალითია ისიც,რომ ერთ დღეს,უდეიმ ერაყული არმიის ერთ-ერთი კაპიტნის მეუღლეს (რომელიც ქმართან ერთად იმყოფებოდა),უთხრა,რომ მისი ქმარი არარაობა იყო და უჯობდა საქმე მასთან დაეკავებინა.თუმცა უარი მიიღო,რის შემდეგაც ბრძანება გასცა ქალის გატაცებისა.უდეიმ ქალზე ძალადობა იხმარა,რის შემდეგაც ქალი მოკლულ იქნა,ხოლო ისედაც გაუბედურებული და თავლაფდასხმული მეუღლე კი,დაკავებულ და სიკვდილით იქნა დასჯილი,როგორც “სადამის მოღალატე”.ასეთი ფაქტები,უდეის ბიოგრაფიაში მრავლად მოიპოვება.ცნობილია,რომ 1998 წელს,მან ძალა იხმარა და გააუპატიურა ერთ-ერთი ერაყელი გუბერნატორის 14 წლის ქალიშვილი.მიუხედავად იმისა,რომ გუბერნატორმა უდეის დასჯის თხოვნით,თავად სადამს მიმართა,მისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო. 2002 წელს ბაღდადში მიწვეულ იქნა ცნობილი იტალიელი მოდელი – ბარბარა დი პალმა,რომელზეც ასევე ძალა იხმარა უდეიმ.აღნიშნული ფაქტისაგან გამოწვეულმა სკანდალმა მსოფლიოს იმ პერიოდის პრესა მოიცვა,თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად აღელვებდა ამორალური საქციელებით ცნობილ უდეის.გარდა ამისა,სადამის ვაჟმა არაერთი ქვეყნის (მათ შორის დანიის) დიპლომატის მეუღლეს შესთავაზა სარეცელის გაყოფა.მიუხედავად იმისა,რომ ერაყში პროსტიტუცია უმკაცრესად ისჯებოდა,იგი მაინც ერთობ ყვაოდა და მას,თავად უდეი მფარველობდა.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ როდესაც სადამის რეჟიმი დაეცა,ბაღდადში აღმოჩენილ იქნა უდეის მიერ მოწყობილი ქალთა სპეციალური და საიდუმლო ციხე,რომელშიც ის გოგონები ჰყავდათ გამომწვდეულნი,რომლებიც უარს აცხადებდნენ უდეისთან სარეცელის გაყოფაზე (აღნიშნული ციხიდან განთავისუფლებულ იქნა 11 გოგონა.)გარდა ამისა,უდეის საკუთარ სასახლეში ნამდვილი ჰარემი ჰქონდა მოწყობილი,სადაც წარმოდგენილი გახლდათ უამრავი პორნოგრაფიული სურათი.მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯორჯ უოლკერ ბუშის ქალიშვილის – ბარბარა ბუშის ის სურათი,რომელიც სპორტდარბაზში იყო გადაღებული.მისსავე ჰარემში,აღმოჩენილ იქნა “შავი სია”,სადაც იმ ულამაზესი გოგონების მონაცემები იყო აღნუსხული,რომლებიც უდეის მომავალი სამიზნეები გახლდნენ.მათ შორის რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ.
უდეის გატაცება,მხოლოდ ქალებით არ შემოიფარგლებოდა და იგი ბრილიანტებისა და ძვირფასი ავტომობილების დიდი მოყვარული გახლდათ.იგი მუდმივად თან დაატარებდა ოქროში ჩასმულ 450 000 ამერიკულ დოლარად საუდის არაბეთში ნაყიდ ბრილიანტს.გარდა ამისა,სადამის ვაჟს კიდევ არაერთი ძვირფასი ნივთი გააჩნდა.მისი საუკეთესო ფირმის ავტომობილების კოლექცია (რომლებიც ქვეყნის მაშტაბით განთავსებულ საიდუმლო ავტოსადგომებში იყო დაცული) 1 500 ეგზემპლარისგან შედგებოდა.თითოეულის საბაზრო ფასი,მინიმუმ 180 000 გირვანქა-სტერლინგი იყო.სადამ ჰუსეინი,ვაჟის მიერ ავტომობილებში დახარჯული კოლოსალური თანხების გამო,შეშფოთებას გამოთქვამდა.ერთ-ერთი საოჯახო სკანდალის შემდეგ,სადამმა,ბაღდადში მდებარე უდეის ავტოპარკში 50 ძვირფასი ბრენდის ავტომობილი გაანადგურა.სადამის რეჟიმის დაცემის შემდეგ,დედაქალაქში მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომებში 360 საუკეთესო მარკის ავტომობილი იქნა აღმოჩენილი,თუმცა მათი ნაწილი დაბომბვებისაგან იყო დაზიანებული.უდეის გააჩნდა საკუთარი ზოოპარკიც,სადაც უიშვიათესი სახეობების ცხოველები და ფრინველები იყვნენ განთავსებული (მოგვიანებით ისინი ბაღდადის ზოოპარკს გადასცეს).
უდეის სადიზმის შესახებ მთელმა მსოფლიომ უწყოდა.მან მამის წინაშე,საკუთარი ხელით მოკლა ის მცველი,რომელიც დადანაშაულებულ იქნა სადამის ღალატში.იგი კლავდა არა მარტო მამაკაცებს,არამედ ქალებსაც და მათი სისხლიც არაერთხელ დაუღვრია.გარდა ამისა,იგი ანადგურებდა ყველას,ვის მიმართაც სიმპათიით არ იყო განწყობილი.როგორც ცნობილია,მისი გავლენა სადამზე დღითი დღე იზრდებოდა.უდეის ინიციატივით,ჰუსეინმა არაერთი ერთული მინისტრი ჩამოაშორა თანამდებობას.სადამის ვაჟი,ერთობ ღრმად იყო ჩაფლული კორუფციაში და ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტია ცნობილი.
მისი საშინელი ქმედებების გამო,არა ერთი მტერი გაიჩინა,რის გამოც არაერთხელ დაესხნენ კიდეც თავს,მისგანვე გაუბედურებული ადამიანები თუ ორგანიზაციები,თუმცა ყოველ თავდას ცოცხალი გადაურჩა. 1996 წლის 12 დეკემბერს,უდეიზე განხორციელებული თავდასხმა,ორგანიზებულ იქნა იმ გოგონების მიერ,რომლებიც უდეის ძალადობის მსხვერპლად იქცნენ.ყოველ ასეთ თავდასხმას,უსაშინლესი რეპრესიები მოჰყვებოდა და ისჯებოდნენ ისეთი ადამიანები,რომლებსაც უდეის მოკვლის მცდელობასთან არაფერი აკავშირებდათ.მას შემსდეგ,რაც ამერიკულმა არმიამ ერაყში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო,უდეი ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნედ იქცა და 2003 წლის 22 ივლისს,ერაყის ქალაქ მოსულში მდებარე მის სახლზე შტურმი განხორციელდა,რასაც მისი დაღუპვა მოჰყვა.ამერიკის ხელისუფლება რამდენიმე კვირის მანძილზე არ აძლევდა მის ნათესავებს უდეის ცხედარს.საბოლოოდ კი,იგი ძმასთან – კუსეისთან ერთად,ყოველგვარი წესის გარეშე იქნა დაკრძალული სოფელ ავჯაში.აქვე ცნობილია ისიც,რომ ხელისუფლებამ მათ დაკრძალვაზე მხოლოდ 150 უახლოეს ნათესავს მისცა დასწრების უფლება. (ავტორი გენია.ჯი)