ევა ანა პაულა ბრაუნი – “ეპიზოდი”
მესამე რაიხის ტოტალიტარული რეჟიმის ფუძემდებლისა და დიქტატორის ადოლფ ჰიტლერის მეუღლეს – ევა ანა პაულა ბრაუნს (1912-1945 წლები),მამა – ფრიდრიხ ბრაუნი,რომელიც პროფესიით პედაგოგი იყო,ხშირად უმეორებდა,რომ ცოლად ან ბანკირს,ან კიდევ გენერალს უნდა გაჰყოლოდა.მას შემდეგ,რაც 1932 წელს ევამ ჰიტლერი გაიცნო იმდენად მოიხიბლა მისით,რომ საკუთარ (უმცროს დას) – მარგარეტ ბრაუნს ყოველივე გულწრფელად უამბო,რის შემდეგაც მათ შორის შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:
- იცი,რა საოცარი კაცია? მთელი საათი დიდ გერმანიაზე მესაუბრა.მე კი,დრო ვიხელთე და ვკითხე: საცოლე თუ გყავთ-მეთქი.იცი რა მიპასუხა? ჩემი საცოლე გერმანიააო!
- ცოტას ხომ არ აფრენს? – ჰკითხა ევას მარგარეტმა.
- გერმანიას სწორედ ასეთი კაცი ააღორძინებს, – უპასუხა გაბრაზებულმა ბრაუნმა.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იმავე საღამოს ევამ მარგარეტს,მისივე თხოვნის შედეგად ჰიტლერი გააცნო.
- როგორია? – ჰკითხა ევამ.
- ნამდვილი მაიმუნია! – ღიმილით უპასუხა მარგარეტმა და იქვე დაამატა: როდესაც მას ვუყურებ,ვრწმუნდები,რომ დარვინი მართალი იყო.
ამ პასუხმა ევა ბრაუნი კიდევ უფრო გააღიზიანა და მარგარეტს მიმართა:
- შენ რა,გაგიჟდი?
- კარგი,ნუ ბრაზობ! ნუთუ ეს კაცი მოგწონს? – ჰკითხა გაკვირვებულმა მარგარეტმა.
- კი არ მომწონს,მიყვარს. – უპასუხა აღელვებულმა ევა ბრაუნმა.
- ევა,საყვარელო,გონს მოდი! შენ ლამაზი და ჭკვიანი ხარ,აბა,ეს შერეკილი რისთვის გჭირდება?!
- შერეკილი თავად ხარ! – წარმოსთქვა წყობილებიდან გამოსულმა ევამ.
- შენ შეგეძლო ვინმე დიპლომატზე ან ბანკირზე გათხოვილიყავი! ჰიტლერი კი ერთი ხელმოცარული პოლიტიკოსია და მეტი არაფერი.
- მისი პარტია გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. – ჩაილაპარაკა ბრაუნმა.
- ის დროებით სჭირდებათ,ევა! ახლა კრიზისია და წითლები გააქტიურდნენ.კომუნისტების დემაგოგია კი მათსავით გიჟმა ანუ ჰიტლერმა უნდა გაანეიტრალოს.ხელისუფლებაში ის ვერასოდეს მოვა! ამას არავინ დაუშვებს!
- ვინ არ დაუშვებს?
- ბანკირები,მრეწველები,ბიზნესმენები,ანუ ისინი,ვის ხელშიც რეალური ბერკეტებია,ვინც გერმანიის ჭეშმარიტი პატრონია! გაიგე?!
რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ,ჩაფიქრებულმა ევამ მარგარეტს სრული გულწრფელობით მიმართა:
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს.მთავარი სხვა რამაა,ანუ ის,რომ ჰიტლერის სახით ჩემი ოცნების მამაკაცი ვიპოვე.
P.S. ევა ბრაუნმა,რომელიც გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დაქორწინდა თავის “ოცნების მამაკაცზე” – ადოლფ ჰიტლერზე,თვითმკვლელობამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაილაპარაკა:
- როგორ დავიღალე… (ავტორი გენია.ჯი)