სამურაი – “ეპიზოდი”
1871 წელს იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ ორგანიზება გაეწია და ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში ჩამოეყალიბებინა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ორგანიზაცია – პოლიცია.ამ სამსახურში სამუშაოდ,თავდაპირველად შერჩეულ და აყვანილ იქნენ იაპონური საზოგადოებრივი ფენის ერთ-ერთი უმაღლესი კასტის წარმომადგენლები – “სამურაები”,რომლებიც იმ პერიოდისათვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ ქვეყნის მოსახლეობაში.მას შემდეგ,რაც ტოკიოს პოლიციაში სამურაებმა დაიწყეს მუშაობა,მოსახლეობის უდიდესი ნაწილი,მათთან ურთიერთობისას ყოველ ჯერზე,სამურაებისდამი პატივისცემისა და მოწიწების გამოხატვის ნიშნად მუხლებზე დგებოდა და ხელს მიწას ახებდა. 1874 წელს,”მეიძის რესტავრაციამ” ქვეყანაში უზარმაზარი პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია.ამავე პერიოდში,”ამომავალი მზის” ქვეყანაში სამურაების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ანტიკამპანია დაიწყო.იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ ევროპული ნიმუშის მიხედვით ჩამოეყალიბებინა ქვეყნის მასშტაბით პოლიცია.მიუხედავად იმისა,რომ სამურაებმა პოლიციას საკმაოდ მაღალი ნდობის სტატუსი შესძინა,იაპონიის ხელისუფლებამ (რომელსაც ერთობ აღიზიანებდა სამურაებისადმი მოსახლეობის ეგზომ დადებითი განწყობა),ტოკიოს პოლიციის დაარსებიდან სამი წლის შემდეგ,საზოგადოების მხრიდან ასეთი სახით გამოხატული პატივისცემა და მოწიწება,არადასაშვებად და არასათანადოდ მიიჩნია,რის შემდეგაც ტოკიოს პოლიციის რიგებიდან განთავისუფლებულ იქნა აბსოლუტურად ყველა სამურაი და ისინი ჩანაცვლებულ იქნენ ჩვეულებრივი იაპონელი მოქალაქეებით. (ავტორი გენია.ჯი)