ნიკოლას ვერტი “საბჭოთა გულაგების” შესახებ…
გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი,სოვეტოლოგი,საბჭოთა კავშირის ისტორიის სპეციალისტი და საფრანგეთის ეროვნული კვლევის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის პროფესორი - ნიკოლას ვერტი,რომელიც დიდებულად ერკვეოდა “რკინის ფარდის” მიღმა მყოფი იმპერიის – საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკების “შიდა სამზარეულოში”,ქვეყანაში არსებული “სადამსჯელო გულაგების” შესახებაც გახლდათ ინფორმირებული. (ავტორი გენია.ჯი) ამ საკითხის ირგვლივ იგი წერდა:
“საბჭოთა არქტიკულ ზონაში,მდინარე პეჩორაზე,25 წლის მანძილზე (1932-1957 წლები) არსებობდა მეშახტეთა ქალაქი ვორკუტა,რომელსაც ვერც ერთ ოფიციალურ საბჭოთა რუკაზე ვერ იპოვიდით,რადგან ეს იყო ქალაქი-გულაგი.ბანაკის შესასვლელთან გამოკრული იყო ლოზუნგი:
“საბჭოთა კავშირში შრომა ღირსეული და გმირული საქმეა”.1953 წლის ზაფხულში ტუსაღთა აჯანყების დროს ვორკუტაში 300 000 ადამიანი იმყოფებოდა.ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში არაფერი იცოდნენ “სტალინური ტერორის” შესახებ.გულაგების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სამოციან წლებში ალექსანდრე სოლჟენიცინის დოკუმენტური რომანის – “არქიპელაგი გულაგის” – გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა.სულ საბჭოთა კავშირში 200-მდე გულაგი არსებობდა.სადამსჯელო ფუნქცია გარდა ამისა,ჰქონდა მინიჭებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც”. (ავტორი გენია.ჯი)