ჰემნეტ შექსპირი (უილიამ შექსპირის ვაჟი)

ჰემნეტ შექსპირი – დაიბადა 1585 წლის 2 თებერვალს ინგლისურ ქალაქ სტრეტფორდ-ონ-ეივონში.იგი წარმოადგენდა გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – უილიამ შექსპირის ვაჟს (ჰყავდა ტყუპისცალი და – ჯუდითი).ჰამნეტის შესახებ ინფორმაციები მეტად მწირია,თუმცა ცნობილია,რომ დასთან ერთად მოინათლა დაბადების დღესვე (1585 წლის 2 თებერვალს) მშობლიურ ქალაქში მდებარე წმინდა სამების ტაძარში,ქოვენთრელი – რიჩარდ ბარტონის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტყუპებს უილიამმა და მისმა მეუღლემ ენი ჰატაუეიმ,თავიანთი უახლოესი მეგობრების – ჰემენტ სედლერისა (პროფესიით აფთიაქარი) და მისი მეუღლის – ჯუდითის საპატივცემულოდ,მათი სახელები დაარქვეს.ერთი ვერსიის თანახმად,ჰემნეტის აღზრდა და განათლება საკუთარ თავზე დედამ – ენიმ აიღო.იმ პერიოდისათვის შექსპირების ოჯახი,ბაბუის – ჯონ შექსპირის სახლში ცხოვრობდა ჰენლის ქუჩაზე.თუმცა,ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალისა და ტელეწამყვანის – ჟერმენ გრირის მონაცემების თანახმად,უილიამის შვილები,არა ბაბუის სახლში,არამედ ლუის-პლეისში არენდით აღებულ კოტეჯში აღიზარდნენ,რომელიც მოგვიანებით უილიამის მიერ სრულად იქნა შესყიდული.ამ პერიოდისათვის ჰემნეტი 4 წლის ასაკში იმყოფებოდა.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ბავშვი ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა,თუმცა საუბედუროდ შექსპირებს უდიდესი ტრაგედია დაატყდათ თავს,რადგან 1596 წლის 11 აგვისტოს (სხვა მონაცემებით 9 აგვისტოს), 11 წლის ასაკში მყოფი ჰემნეტ შექსპირი,გავრცელებული ვერსიით იმ პერიოდის ევროპაში ერთობ გავრცელებულ ბუბონის ჭირს ემსხვერპლა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ საუბედუროდ იმ დროს ევროპაში,აღნიშნული დაავადების შედეგად უამრავი ბავშვი იღუპებოდა.

მეცნიერები ძალიან დიდხანს იკვლევდნენ,თუ რა გავლენა იქონია გაუბედურებული უილიამ შექსპირის შემოქმედებაზე ვაჟის გარდაცვალებამ.განსხვავებით,დიდი ინგლისელი პოეტისა და დრამატურგის – ბენ ჯონსონისაგან,რომელმაც შვილის გარდაცვალების შემდეგ დაწერა საოცარი ლექსი,უილიამს თავის გარდაცვლილ მცირეწლოვანი ვაჟის შესახებ არაფერი დაუწერია.თუმცა,აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ შექსპირი სანამ ჰემნეტს დაკარგავდა,მანამდე ძირითადად კომედიებს წერდა.ვაჟის გარდაცვალების შემდგომ კი,იგი ერთობ აქტიურად დაკავდა  ტრაგედიების შექმნით,რასაც სპეციალისტები სწორედ ჰემნეტის გარდაცვალებას უკავშირებენ.მიუხედავად იმისა,რომ შვილის დაკარგვის შემდეგ 4 – 6 წელიწადში დაწერა უილიამმა უკვდავი ტრაგედია – “ჰამლეტი”,სხვადასხვა თეორიების თანახმად,ჰემნეტის თემა განსაკუთთებით სწორედ აღნიშნულ ნაწარმოებში იგრძნობა.გარდა ამისა,რიგი ავტორები აღნიშნავენ,რომ – “რომეო და ჯულიეტა”,”მეფე ჯონი”,”მეთორმეტე ღამე” და “იულიუს კეისარი”,დიდმა დრამატურგმა,ჰემნეტის დაღუპვისაგან გამოწვეული ტრაგიზმით შექმნა. (ავტორი გენია.ჯი)