ალექსანდრე გოტლიბ ბაუმგარტენი
ალექსანდრე გოტლიბ ბაუმგარტენი - დაიბადა 1714 წლის 17 ივნისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში,იაკობ და როზინა ბაუმგარტენების ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ გერმანელ ფილოსოფოსსა და სწავლულს,რომელმაც პირველმა შემოიტანა ხმარებაში ტერმინი – “ესთეტიკა”.მის ფილოსოფიურ ხედვებზე დიდი გავლენა იქონია ისეთმა გამოჩენილმა გერმანელმა ფილოსოფოსებმა,როგორებიც გახლდნენ – გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი და კრისტიან ფონ ვოლფი. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად ბაუმგარტენი მათი ფილოსოფიური ხედვების ერთ-ერთი მიმდევარიც გახლდათ.ალექსანდრეს მამა – იაკობი,ცნობილი გერმანელი ღვტისმეტყველისა და პედაგოგის – ფრანკის დამხმარე გახლდათ.იგი ოჯახის მეხუთე შვილი იყო.მისი უფროსი ძმა იაკობ ზიგმუნდ ბაუმგარტენი საყოველთაოდ ცნობილი თეოლოგი და ეკლესიის ისტორიკოსი გახლდათ.ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების შესწავლა გერმანიის ქალაქ ჰალეში,ვოლფის ხელმძღვანელობით დაიწყო.1735 წელს,სწავლის დასრულებისას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი და დანიშნულ იქნა ჰალეს უნივერსიტეტის ლექტორად.მალევე (1738 წელს) ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ხდება.1740 წლიდან მოღვაწეობას განაგრძობს ფრანქფურტის უნივერსიტეტში,სადაც ასევე მიენიჭა პროფესორის ხარისხი.ბაუმგარტენი ფრანქფურტის უნივერსიტეტში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. (ავტორი გენია.ჯი) იგი ონთოლოგიას კოსმოლოგიასთან,ფსიქოლოგიასთან და ბუნებრივ თეოლოგიასთან ერთად – მეტაფიზიკის შემადგენელ ნაწილად განიხილავდა.1735 წელს ალექსანდრემ ხმარებაში პირველად დაამკვიდრა ტერმინი – “ესთეტიკა” (გრძნობა,შეგრძნება. ფილოსოფიის დარგი,რომელიც არკვევს ხელოვნებისა და მშვენიერების ბუნებას,ღირებულებასა და საზრისს),რომელიც მანვე ცალკე ფილოსოფიურ დისციპლინად ჩამოაყალიბა.იგი ესთეტიკას სამ ნაწილად ჰყოფდა:
1. ევრისტიკა (გამოკვლევისა და სწავლების ხერხები,რომელთა მიხედვითაც ჭეშმარიტება უნდა გამომჟღავნდეს სათანადო მისახვედრი კითხვების დახმარებით);
2. მეთოდოლოგია (იმ პრინციპების და ხერხების ერთობლიობა,რომელიც ახსენს მეცნიერული კვლევის ორგანიზებას);
3. სემიოტიკა (დისციპლინა,რომელიც იკვლევს ესთეტიურ ნიშანთა სისტემების ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას).
ალექსანდრე გოტბლიდ ბაუმგარტენი გარდაიცვალა 1762 წლის 26 მაისს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში.მისმა ფილოსოფიურმა ხედვებმა კი დიდი გავლენა იქონიეს შემდგომი თაობის არაერთ გერმანელ და უცხოელ ფილოსოფოსებზე. (ავტორი გენია.ჯი)