ჯორჯო ბარბარელი დი კასტელფრანკო – “ეპიზოდი”
1510 წლის 25 ოქტომბერს,იტალიური ქალაქის მანტუას საყოველთაოდ ცნობილი ჰერცოგინია – იზაბელა დე ესტე,ვენეციას ერთადერთი მიზნით ეწვია.კერძოდ,აღნიშნული ვიზიტის მიზანი გახლდათ,გენიალური იტალიელი მხატვრის – ჯორჯო ბარბარელი დი კასტელფრანკოს (1476-1510 წლები) იგივე – ჯორჯონეს,მიერ შექმნილი შედევრი სურათების შეძენა.იზაბელას ერთ-ერთმა უახლოესმა ადამიანმა,გაიგო-რა მისი ვენეციაში სტუმრობის მიზეზი,დე ესტეს გულახდილად უთხრა:
- ქალბატონო! მინდა გაცნობოთ,რომ ჯორჯონე სულ ახლახანს გარდაიცვალა.მის მიერ შექმნილი სურათის მფლობელებს კი,მათ შორის კასტელფრანკოს შემოქმედების თაყვანისმცემლებს და მის ახლობლებს,ვერავითარი საგანძური ვერ აიძულებს დაათმობინოს ისინი!”
P.S. აღნიშნული წინადადების ავტორი სრულ სიმართლეს ამბობდა,რაშიც სულ მალე თავად ჰერცოგინიაც დარწმუნდა.მიუხედავად განსაკუთრებული ძალისხმევისა და მონდომებისა,იზაბელა დე ესტე მანტუაში,ჯორჯონეს ტილოების გარეშე დაბრუნდა. (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯონეს მიერ შექმნილი ერთ-ერთი შედევრი სურათი – “სამი ფილოსოფოსი”