“ქუჩის ფარნების” დაარსების ისტორიიდან…
“ქუჩის ფარნების” საშუალებით გზების ხელოვნურად განათების პირველი მცდელობა,1417 წელს დაფიქსირდა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში და მისი ავტორი ქალაქის მერი – ჰენრი ბარტონი გახლდათ.”ქუჩის ფარნები”,რომელთა ასანთებადაც სანთლები,ზეთი და ნავთი გამოიყენებოდა,ძირითადად განკუთვნილი გახლდათ ზამთრის უმთვარო ღამეებში ისეთი ქუჩების გასანათებლად,რომლებიც ქალაქის ყველაზე ჩაბნელებულ ნაწილებს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისელებისაგან,აღნიშნული ინიციატივა XVI საუკუნის დასაწყისში ფართოდ იქნა დანერგილი საფრანგეთში,კერძოდ პარიზში.ცნობილია,რომ პარიზის მერია ადგილობრივ მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევდა თავიანთის სახლების წინ თავად დაედგათ “ქუჩის ფარნები”. 1667 წელს,საფრანგეთის მეფემ ლუი XIV-მ გამოსცა სპეციალური განკარგულება,რომლის მიხედვითაც პარიზის ბნელი უბნების ხელოვნურად განათება აუცილებელ პირობას წარმოადგენდა (ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სწორედ ამ ინიციატივის შემდეგ უწოდეს ლუის მმართველობას “ბრწყინვალე”).მიუხედავად ზემოაღნიშნულისა,არც ლონდონში და არც პარიზში,ქალაქის განათების ორგანიზებული სისტემა არ არსებობდა.პირველი ადამიანი,რომელმაც “ქუჩის ფარნების” საშუალებით ქალაქის სრული განათების სისტემა შექმნა,გახლდათ ამსტერდამის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი – იან ვან დერ ჰეიდენი.მან ნიდერლანდების დედაქალაქში XVII საუკუნეში,კერძოდ – 1668 წელს ქალაქის ხელმძღვანელობას შესთავაზა,რომ ღამის მრავალი დაბრკოლებიდან (დანაშაულთან ბრძოლის,ხანძრებისა და სხვა) თავის დასაღწევად ყველაზე კარგი საშუალება “ქუჩის ფარნების” მთელი ქალაქის მასშტაბით დანერგვა იყო.ამსტერდამის მერიამ,შემოთავაზებული პროექტი მოიწონა და თავად იან ვან დერ ჰეიდენს შეუკვეთა მათი კონსტრუქცია. 1669 წელს,იანი ქალქის განათების სამსახურის შეფად დააწინაურეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 1840 წლამდე მთელ ამსტერდამში იანის მიერ დამზადებული ფარნის კონსტრუქციები იყო განთავსებული.ამსტერდამს მალევე (16682 წელს) სხვა ნიდერლანდურმა ქალაქებმაც მიბაძა.ქალაქმა გრონინგემმა ამსტერდამს – ჰეიდენის კონსტრუქციის 300 “ქუჩის ფარანი” შეუკვეთა.იმავე წელს გერმანიის დედაქალაქის ბერლინის ქუჩებიც ჰეიდენის “ქუჩის ფარნებით” აღიჭურვა. XIX საუკუნეში ქუჩის განათებაში ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია სრულიად ახალმა განათების სისტემამ,რომელსაც “გაზის ფარნებად” მოიხსენიებენ.კიდევ უფრო მოგვიანებით,ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად,დაიხვეწა მათი დიზაინი და ფაქტიურად იგი სრულად იქნა ელექტროფიცირებული.ასე,რომ ისტორიაში პირველი “ქუჩის ფარნების” ავტორი ინგლისის დედაქალაქის ყოფილი მერი – ჰენრი ბარტონია. (ავტორი გენია.ჯი)