გუსტავ მალერი – “ეპიზოდი”
უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი – გუსტავ მალერი (1860-1911 წლები),რომელსაც სურდა,რომ XX საუკუნის ბეთჰოვენი გამხდარიყო,ერთობ უხიაგი ხასიათით გამოირჩეოდა,რის გამოც უამრავ ადამიანთან კონფლიქტში შედიოდა.ერთ დღეს მასთან ახალგაზრდა მომღერალი გოგონა გამოცხადდა,რათა თავისი მუსიკალური მონაცემებით,იმ პერიოდისათვის განთავისუფლებული ვენის ოპერის სოლისტის ვაკანსიური ადგილი დაეკავებინა.სანამ მაესტრო,მის მუსიკალურ მონაცემებს გაეცნობოდა,მანამ კონკურსანტისაგან მიწოდებული წერილი წაიკითხა.აღნიშნული წერილი კი,გახლდათ ის რეკომენდაცია,რომელიც გუსტავისადმი იქნა გაგზავნილი,თავად ავსტრიის იმპერატორის – ფრანც იოზეფ I-ის მიერ.წერილის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ,მალერი უმალვე როიალს მიუჯდა და კონკურსანტს სთხოვა,რომ,მის მიერ აღებული მუსიკის აკორდების მიხედვით ემღერა.მას შემდეგ,რაც გუსტავმა კონკურსანტი ქალის მუსიკალური მონაცემები შეამოწმა,უკმაყოფილოდ შენიშნა,რომ იგი ვერანაირად ვერ გახდებოდა ვენის ოპერის სოლისტი, და ხაზი გაუსვა,რომ აღნიშნული ვაკანსიისათვის არა იმპერატორის რეკომენდაცია,არამედ ხმა იყო აუცილებელი.მას შემდეგ,რაც იმპერატორმა შეიტყო გუსტავ მილერის გადაწყვეტილება,ერთობ აღშფოთდა და მასთან თავისი მინისტრი მიავლინა,რასაც თან დიდი სკანდალი მოჰყვა.დიდი დავის საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრმა მიიღო,რომელმაც გაღიზიანებულმა განაცხადა,რომ ეს იმპერატორის გადაწყვეტილება იყო და დაამატა: ” – ის აუცილებლად იმღერებს!
გუსტავ მალერს სხვა არჩევანი აღარ დარჩა,თუმცა მინისტრს მაინც არ შეეპუა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- კარგი,იმღეროს! თუმცა,მის საოპერო აფიშებზე,მე ვუბრძანებ,რომ აუცილებლად დაიბეჭდოს შემდეგი სიტყვები: მისი უდიდებულესობის ზეგავლენით!” (ავტორი გენია.ჯი)