ქვენტინ მასეისი – “გონჯი ჰერცოგინია”
“გონჯი ჰერცოგინია” – წარმოადგენს გენიალური ფლამანდრიელი მხატვრის – ქვენტინ მასეისის (1465-1530 წლები) მიერ,ზეთის საღებავებით შექმნილ დიდებულ გროტესკული სტილის მქონე ფსევდო-პორტრეტს.ტილოს სიმაღლე 64 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 45,5 სანტიმეტრი.აღნიშნული სურათი,დიდმა მხატვარმა დაახლოებით 1513 წელს დახატა და კრიტიკოსების მიერ,იმთავითვე მიჩნეულ იქნა დამთვალიერებლებზე,მაგიური ზემოქმედების მქონე ნამუშევრად. XVI საუკუნის დასაწყისში,ცნობილმა იტალიელმა მხატვრებმა და გრავიორებმა ძმებმა – აგოსტინო და ანიბალ კარაჩებმა,სახვით ხელოვნებაში სათავე დაუდეს ახალ მხატვრულ ფორმას,რომელსაც დღეს – “კარიკატურას” ვუწოდებთ.ასეთის სახის სურათებში წარმოსახული გახლდათ დამახინჯებული ფორმების (ძირითადად სახის) მქონე ადამიანები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად სურათების ერთი შეხედვით იუმორისტული ხედვისა,მათში მძაფრი ფსიქოლოგიური ფორმებით იყო დაგმობილი ამა თუ იმ ადამიანის ესა თუ ის უარყოფითი თვისებები. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ისინი კარიკატურებზე ირონიული და ერთგვარი დაცინვითი სახით წარმოადგენდნენ ადამიანის პორტრეტებს.ასეთი ფორმის მქონე სურათებზე,დეფორმირებული და დესტრუქციული სახით იყო წარმოდგენილი პორტრეტზე ასახული ადამიანის ცხვირის,ყურების,სახის ნაკვთების და სხვა ორგანოების გამოსახულებები.”გონჯი ჰერცოგინია” – ქვენტინ მაეისმა სწორედ ასეთივე,გროტესკული ფორმების გამოსახულებით დახატა.ცნობილია ისიც,რომ ასეთი ტიპის სურათები საკმაოდ გავრცელებული იყო XV საუკუნის იტალიურ და ნიდერლანდურ ფერწერაში.მასეისის მიერ შექმნილ სურათზე გამოსახული მოხუცი ქალბატონი კი,აშკარა და თვალნათელი გამოხატულებაა კარიკატურისა.როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ,აღნიშნული სიუჟეტის მქონე ტილო შესაძლოა დახატულ იქნა ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილი იმ ტილოს ზეგავლენით,რომელსაც სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია.გარდა ამისა,მასეისმა ტილოზე გამოიყენა მეთოდი,რომელიც აღწერილ იქნა დიდი გერმანელი მხატვრისა და გრავიორის – ალბრეხტ დიურერის მიერ დაწერილ წიგნში – “პროპორციის ესკიზები”.დღესდღეობით,ქვენტინ მასეისის მიერ დახატული დიდებული გროტესკულის ტილის მქონე სურათი – “გონჯი ჰერცოგინია” დაცულია ლონდონის ეროვნულ გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)