გალაკტიონ ტაბიძე – “რაც უფრო შორს ხარ”
რაც უფრო შორს ხარ,მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
***
და თუ არა ხარ ის,ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ,დაე,ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს,რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
***
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული-
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.