ბანდე-ამირი

ბანდე-ამირი – წარმოადგენს ექვსი ტბისაგან შემდგარ ერთგვარ ჯაჭვს ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბამიანის პროვინციაში.ტბები განთავსებულია ჰინდუქუშის მთათა სისტემაში,ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე.ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილი არიან კლდეებითა და ტრავერტინის ქანებით,რაც მათ წყალს ამდიდრებს ნახშირბადის დიოქსიდით.სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა,რომ ტბების წყლის შეფერილობა ღია-ცისფერია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ისინი განთავსებული არიან იმ ბანდე-ამირის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე,რომელსაც პირველს მიენიჭა ავღანეთის ტერიტორიაზე ეროვნული პარკის სტატუსი და იგი ბამიანის ბუდას ქანდაკებებთან ერთად,ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ავღანეთის ხელისუფლება,ბანდე-ამირისათვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭებას 1960-იან წლებში აპირებდა,თუმცა პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციის გამო აღნიშნული იდეა ვერ განხორციელდა. 1970-იან წლებში ბანდე-ამირმა უამრავი უცხოელი ტურისტის ყურადღება მიიპყრო და საკმაოდ პოპულარულ ადგილადაც იქცა.საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრამ კი,ბანდე-ამირის ტერიტორიაზე ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.

ბანდე-ამირი,ერთ-ერთი უძველესი ავღანური ქალაქიდან – ბამიანიდან ჩრდილო-დასავლეთით 75 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.ტბების კომპლექსში,როგორც ზემოთ ავღნიშნე ექვსი ტბა შედის: “ბანდე-გჰოლამანი” (მონების დამბა),”ბანდე-კამბარი”,”ბანდე-ჰაიბატი” (გრანდიოზული დამბა),”ბანდე-პანირი”,”ბანდე-პუდინა” და “ბანდე-ზუფილკარი”.ყველაზე ღრმა ტბას,მათ შორის – “ბანდე-ჰაიბატი” წარმოადგენს,რომლის საშუალო სიღმე 150 მეტრია.ტბების განლაგების არეალში ზამთარში ტემპერატურა -20 გრადუს-ცელსიუსამდე ეცემა.ამიტომ,ბანდე-ამირზე სტუმრობისათვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად გაზაფხული და ზაფხული მიიჩნევა.ტბების მიდამოებში მრავლად ბინადრობენ ისეთი სახეობების ცხოველები,როგორებიცაა – მგლები,მელიები,გარეული ცხვრები,მთის თხები და სხვა.მიუხედავად იმისა,რომ ბანდე-ამირს 2009 წლის აპრილში მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი,ტურისტებისათვის იქ მოხვედრა მაინც გართულებული და სახიფათოც კია,რადგან ძალიან ცუდად არის ორგანიზებული ტურისტული მომსახურება,არ არსებობს ასფალტოვანი გზები,ხოლო ზოგი ნაწილები თალიბი მეომრების მიერ დანაღმულიც კი გახლავთ.სანამ ავღანეთი აღნიშნულ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუს მიანიჭებდა,მანამდე (2004 წელს) “იუნესკოს” მიერ “ბანდე-ამირი” შეყვანილ იქნა “მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების” ნუსხაში. (ავტორი გენია.ჯი)