ბანგერის ოაზისი
“ბანგერის ოაზისი” – წარმოადგენს ანტარქტიდულ ოაზისს (ყინულოვანი ფენისაგან თავისუფალი სივრცე,რომელიც შემოსაზღვრულია ყინულოვანი ფარით ან შელფური მყინვარებით) ანტარქტიდის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უილკსის მიწაზე.კერძოდ,ნოქსის სანაპიროზე მოუსონის ზღვასთან ახლოს. (ავტორი გენია.ჯი) ოაზისის საერთო ფართობი (ოფიციალური ცნობებით) 450 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს,თუმცა სხვადასხვა ვერსიების თანახმად, 750 ან 942 კავდარული კილომეტრის ტოლია.მიუხედავად იმისა,რომ თავად “ბანგერის ოაზისის” ტერიტორია ყინულისაგან თავისუფალია,იგი სრულად არის გარშემორტყმული მყინვარებით.სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან შემოსაზღვრულია კონტინენტური მყინვარებით,დასავლეთის მხრიდან ექსკრეტორული (დაშლილი) სახის მყინვარებით,ხოლო აღმოსავლეთით კი – შეკლტონის შელფური მყინარით,რომელიც მას ზღვისაგან ჰყოფს.ოაზისის რელიეფი დაბალი სიმაღლის მთებისაგან და ქედებისაგან შედგება.მის ტერიტორიაზე მრავალი მტკნარი და მარილოვანი ტბაა განთავსებული.მათ შორის,ყველაზე დიდი ტბაა – “ფიგურული ტბა”,რომლის სიგრძე 25 კილომეტრი,ხოლო მაქსიმალური სიღრმე 137 მეტრამდეა.გაზაფხულის დადგომასთან ერთად,”ბანგერის ოაზისი” მრავალი დროებითი ნაკადულით ისერება.აღნიშნული ოაზისი,პირველად აღმოჩენილ იქნა 1947 წელს,ამერიკელი პილოტის დ-ე ბანგერის მიერ,რომელმაც თავისი თვითმფრინავი იმავე ტერიტორიაზე მდებარე გაყინული ტბის ზედაპირზე დასვა. 1956-1959 წლებში,”ბანგერის ოაზისი” საბჭოთა მკვლევარების ინტერესის სფეროში მოექცა. 1956 წლის 15 ოქტომბერს,ოაზისის ტერიტორიაზე მათ მიერ დაარსებულ იქნა სამეცნიერო სადგური,სახელწოდებით – “ოაზისი”,რომელიც მოგვიანებით,კერძოდ 1959 წლის 21 იანვარს პოლონელ მეცნიერებს გადასცეს.მათ სადგურს სახელი შეუცვალეს და ცნობილი პოლონელი მეცნიერის – ანტონ დობროვოლსკის სახელი უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)