დანიელ დეფო
დანიელ დეფო – (ნამდვილი სახელი დანიელ ფო) დაიბადა დაახლოებით 1660 წელს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მდებარე კრიპლგეიტის რაიონში.იგი წარმოადგენდა დიდ ინგლისელ მწერალს,პუბლიცისტს,ჟურნალისტსა და ავტორს ისეთი საყოველთაოდ გახმაურებული ნაწარმოებისა,როგორიც არის – “რობინზონ კრუზო”. (ავტორი გენია.ჯი) დანიელი,ხორცით მოვაჭრისა და პრესვიტერიანის (ინგლისსა და შოტლანდიაში გავრცელებული კალვინიზმის ნაირსახეობა) – ჯეიმს ფოს ვაჟი იყო.მიუხედავად იმისა,რომ სასულიერო ცხოვრებისათვის ემზადებოდა,საბოლოო ჯამში საეკლესიო კარიერაზე იძულებითი უარის თქმა მოუწია.სხვადასხვა პერიოდებში სწავლობდა სასულიერო სემინარიასა და სტოუკ-ნიუინგტონის აკადემიაში,სადაც დაეუფლა ბერძნულ და ლათინურ ენებსა და კლასიკურ ლიტერატურას.სწავლის დასრულების შემდეგ,მუშაობა დაიწყო წინდების საბითუმო ვაჭართან.სავაჭრო საქმეებიდან გამომდინარე,დანიელ დეფოს ხშირად უწევდა მოგზაურობა ესპანეთში,საფრანგეთსა და პორტუგალიაში,რამაც მის შემდგომ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია.მალევე,დანიელი თავად გახდა წინდების საწამოო ფაბრიკის ხელმძღვანელი.მოგვიანებით კი,აგურისა და ფილების ქარხნის მფლობელადაც იქცა,თუმცა გაკოტრდა და აღნიშნულ საქმეზე ხელი აიღო.როგორც მისი თანამედროვეები დეფოს ახასიათებენ,იგი წარმოადგენდა ისეთივე ავანტურისტული ხასიათით ცნობილ საქმოსან-მეწარმეს,როგორებიც იმ ეპოქაში ფართოდ იყვნენ გავრცელებული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დეფო საკმაოდ აქტიურად ერეოდა და მონაწილეობდა პოლიტიკურ საკითხებში.მონაწილეობა მიიღო და მხარი დაუჭირა მონმატუას ჰერცოგს – ჯეიმზ II-ის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში.გარდა ამისა,დიდ მხარდაჭერას უცხადებდა ინგლისში 1688-89 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას,რომელსაც შემდგომ – “სახელოვანი რევოლუცია” ეწოდა.დანიელის ლიტერატურული მოღვაწეობა 1697 წელს იღებს სათავეს.ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა “სამოქალაქო თავისუფლების დაცვისადმი” მიძღვნილი პამფლეტები. 1701 წელს დაწერა ლექსის ფორმის მოქნე სატირა – “სუფთასისხლიანი ინგლისელები”,სადაც დისკრედიტირებული იყო ინგლისური არისტოკრატია და ინგლისის მეფე – ვილჰელმ III ორანელი.იგი ერთგვარად უსვამდა ხაზს იმას,რომ ვილჰელმი წარმომავლობით ინგლისელი არ გახლდათ და დაუშვებლად მიაჩნდა მისი ინგლისის სამეფო ტახტზე ყოფნა (ცნობისათვის – ვილჰელმი წარმომავლობით ნიდერლანდელი იყო).აღნიშნულმა ლიტერატურულმა ქმნილებამ და სხვა ანალოგიური სიუჟეტების მქონე პამფლეტებმა,დანიელ დეფო სასამართლო ხელისუფლების სამიზნედ აქცია.მალევე იგი დააკავეს და ლონდონში განთავსებულ სამარცხვინო ბოძზეც კი გააკრეს.რამდენიმედღიანი ტუსაღობის შემდეგ,განთავისუფლებულ იქნა.სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დეფოს საოცარი და აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა.იგი წერდა,როგორც რომანებს და პამფლეტებს,ასევე ესეებს და სხვადასხვა საკითხებისადმი მიძღვნილ ნაშრომებს.მის კალამს ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები – “მეკობრეობის საყოველთაო ისტორია”,”პოლკოვნიკ ჯეკის ისტორია”,”მეკობრეების მეფე”,”ჯადოსნური სისტემა”,”საზღვაო სავაჭრო ატლასი” და სხვა.თუმცა მისი სახელი უკვდავყო 1719 წლის აპრილში გამოქვეყნებულმა რომანმა – “რობინზონ კრუზო”.მიუხედავად იმისა,რომ მწერალმა აღნიშნული რომანის გაგრძელებაც გამოსცა (“რობინზონ კრუზოს შემდგომი თავგადასავლები”),მას რაიმე დიდი წარმატება წილად მაინც არ ხვდომია.საერთო ჯამში,დანიელ დეფო საკმაოდ ნაყოფიერი მწერალი იყო.მის კალამს სულ 500-მდე წიგნი ეკუთვნის.მათ შორის რომანები,პამფლეტები,ესეები და ჟურნალებში სხვადასხვა თემებისადმი (პოლიტიკა,კრიმინალი,რელიგია,ფსიქოლოგია,ეკონომიკა და სხვა) მიძღვნილი სტატიები და ნაშრომები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ დანიელ დეფო დღემდე მიიჩნევა ეკონომიკური ჟურნალიზმის ერთ-ერთ უმთავრეს ფუძემდებლად.მისი მსოფლმხედველობა სიტყვის თავისუფლებასა და შემწყნარებლობაზე იყო დამყარებული.აქვე ცნობილია ისიც,რომ დანიელი ყოველი აღებული ხელფასიდან თუ ჰონორარიდან,გარკვეულ ნაწილს მუდმივად ურიგებდა ღარიბ-ღატაკ მოსახლეობას.სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში,თავადაც დიდი ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა,რის გამოც ბევრი ვალები დაედო და კრედიტორებისაგან თავის დაღწევის მიზნით იძულებული გახდა დამალულიყო.დანიელ დეფო გარდაიცვალა 1731 წლის 24 აპრილს ლონდონში.მისი ნაწარმოებები თარგმნილ იქნა უამრავ უცხო ენაზე და მათ მიხედვით გადაღებულ იქნა არაერთი მხატვრული ფილმი. (ავტორი გენია.ჯი)