უილიამ ქათბერთ ფოლკნერის შესახებ…
გენიალური ამერიკელი მწერალი,პროზაიკოსი და ნობელიანტი – უილიამ ქათბერთ ფოლკნერი (1897-1962 წლები),რომელიც სამხრეთელი (მისისიპის შტატიდან) იყო,მუდმივად ირწმუნებოდა იმას,რომ,არც ერთ ნიუ-იორკელს არ შეეძლო ნამდვილი ინგლისური ენით გამართულად მეტყველება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ალკოჰოლის დიდი მოყვარული ფოლკნერი,საკუთარ თავს ყოველთვის უბრალო ფერმერს უწოდებდა და არა მწერალს.მის მიერ მიცემულ რიგ ინტერვიუებში ხშირად იმეორებდა: “მე,არა ვარ მწერალი,მხოლოდ ფერმერი ვარ,რომელსაც უყვარს ყოველგვარი საინტერესო ამბები”; “მე არა ვარ მწერალი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ჩემი ცხოვრება მანამდე განვითარდა და ჩამოყალიბდა,ვიდრე მწერალი გავხდებოდი.მე სოფლის მაცხოვრებელი გლეხი კაცი ვარ და მთელ ჩემს ცხოვრებას წარმოადგენს – ფერმა,ცხენები,მარცვლეული და ფურაჟი”; “ვწერო წიგნები – ჩემი ჰობი არ არის… ეს ჩემთვის ისეთივე დანიშნულების მატარებელია,როგორც ფილატელისტისათვის მარკების შეგროვება”. (ავტორი გენია.ჯი)
1962 წელს,სახელოვანი და ნობელიანტი მწერალი – უილიამ ფოლკნერი,სხვა 50 ამერიკელ ნობელიანტთან ერთად,მიწვეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის მიერ გამართულ ბანკეტზე.მიუხედავად ასეთი დიდი პატივისა,უილიამმა ბანკეტზე წასვლაზე უარი განაცხადა,რამაც ყველას გაოცება გამოიწვია,მათ შორის პრესისა და მედიისაც.აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში,მწერალთან ინტერვიუ ჩაწერა “Newsweek”-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა,რომელიც რაღა თქმა უნდა ფოლკნერის ბანკეტზე წაუსვლელობის მიზეზითაც დაინტერესდა.უილიამმა კი დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტს შემდეგი რამ განუცხადა:
” – მე უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ იმისათვის,რომ წავიდე ასე შორს,ისეთ ადამიანებთან სავახშმოდ,რომელთაც არ ვიცნობ და შესაბამისად ჩემთვის უცხონი არიან”.
ინგლისის ქალაქ ბერკშირში სტუმრობისას,ფოლკნერი ადგილობრივ ბიბლიოთეკას ეწვია,სადაც წიგნების ერთი მოზრდილი თარო სწორედ მის მიერ დაწერილ წიგნებს ეკავა.უილიამმა წიგნებს ხელი სათუთად და მოწიწებით გადაუსვა და ერთგვარი კმაყოფილებით ჩაილაპარაკა: ” – ნამდვილად არ არის ცუდი,სიკვდილის შემდეგ ასეთი ძეგლები დატოვოო”. (ავტორი გენია.ჯი)