მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
გენიალურ ამერიკელ მწერალს,სატირიკოსსა და იუმორისტს – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზს (1835-1910 წლები),იგივე - მარკ ტვენს, 1880-იან წლებში ოფიციალურად შესთავაზეს,შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი გამომგონებლის,მეცნიერისა და ბიზნესმენის – ალექსანდრე გრეიამ ბელის მიერ დაარსებულ სატელეფონო კავშირის სისტემის კომპანიაში – “AT&T Bell Laboratories”-ში ჩაედო ინვესტიცია.იმ პერიოდისათვის,ერთობ ინოვაციური სატელეფონო მომსახურების მომავალი ძალიან ბუნდოვანი გახლდათ,რის გამოც აღნიშნულ წინადადებაზე მარკ ტვენმა უარი განაცხადა და აღნიშნა,რომ სატელეფონო სისტემასა და მომსახურებას მომავალში არანაირი წარმატება არ ელოდებოდა.თუმცა,მოგვიანებით ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა და სატელეფონო მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე სარფიან ბიზნესად იქცა.მას შემდეგ,მარკ ტვენისათვის აღარავის შეუთავაზებია ზემოაღნიშნულ კომპანაში ინვესტიციების დაბანდება.შესაბამისად,მარკ ტვენმა აღნიშნულ წინადადებაზე უარის თქმით,დიდი ფინანსური შემოსავლები გაუშვა ხელიდან.ასე,რომ ხშირად გენიოსებიც ცდებიან… (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ალექსანდრე გრეიამ ბელი (1847-1922 წლები) გახლდათ ის მეცნიერი, რომელმაც ისტორიაში პირველმა გამოიგონა და შექმნა სატელეფონო კავშირის სისტემა.