ზვიად სეხნიაშვილი – “ღირსო მამაო”
” – ტირი,გაბრიელ,დაიღალე?..
მეც ვტირი შენთვის!
ნეტავ საიდან შემოგესმა ზეცის სალბუნი,
შენს სასთუმალთან კედელს ამკობს
ჯვარცმა უფლისა,
მომცრო ტაბლაზე გადაშლილი სუფევს
ფსალმუნი.
***
ღირსო მამაო,საკუთარი ნებით ნატანჯო,
ქვეყნის დარდი რომ აიკიდე,ვით სათნო ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს
განცდილ ტკივილებს,
როცა მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი.
***
შენ ხომ ეულად შეუდექი გოლგოთის
ბილიკს,
ეკლის გვირგვინად დაიხურე მიტრა
რვალისა,
მათხოვრის იერს მოირგებდი სულით
მდიდარი,
ბერო სადარო დავითის და გორგასალისა!
***
ერის ცოდვანი ტვირთად ზიდე,
მოღლილმა ცრემლით,
არ შეორგულდი,არ დაკნინდი,თუმც
გწამეს ცილი,
ჭეშმარიტებას აზიარე უკვდავი სული,
თხილის გულივით დაარიგე მოყვასთან წილი.
***
გლანძღეს,გაფურთხეს,შეშლილად და
გიჟად შეგრაცხეს,
უღვთოთ გაგწირეს,თითქოს გაკლდა
ტანჯვა-წამება,
იქით ლოცავდი,ნუგეშს სცემდი შენს
მაგაძაგებელს,
კელაპტრად გენთო სათნო გულში
წმიდა სამება.
***
“ჯვარს აცვი ეგე!” – ხომ გასმინეს
მოძღვართ-მოძღვარო?
მაინც ვერ დაგცეს,ვერ წარგტაცეს
ცხოვარნი მწყემსსა,
და ისევ შენგან სიყვარულის მადლით
აღვსილი,
დღეს საქართველო თავს ევლება
სამარეს შენსას!
***
“ტირი გაბრიელ? – ნუ გეშინის,მეც ვტირი
შენთვის”,
ღირსო მამაო,შვებად გადგას
მაცხოვრის ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს
განცდილ ტკივილებს,
შენ ხომ მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი…