ვაჟა ოთარაშვილი – “სამთავისი”

სამთავისი -

მხოლოდ უფლის,

არა სხვისი…

სამთავისი -

კირქვა რძეში ანაგლისი…

სამთავისი -

ჩუქურთმების ღაღადისი…

სამთავისი -

ჟღერს ქედნების პარაკლისი…

სამთავისი -

ამილახვრით განაგისი…

სამთავისი -

ქართა ქროლვა მარადისი…

სამთავისი -

ზეცით რეკვა ისმის ვისი…

სამთავისი -

ანგელოზთა ცრემლის ღირსი…

სამთავისი…