სოლონი წერდა…
“შეგნებულ სულმოკლეობას იჩენს ის,ვინც დაკარგვის შიშით არ იძენს იმას,რაც აუცილებლად სჭირდება.მაშინ ხომ არავინ არ უნდა შეიყვაროს სიმდიდრე,სახელი და საკუთარი სიბრძნე იმის შიშით,ვაითუ დავკარგოო.ჩვენ ვხედავთ,რომ ხანდახან ყოველგვარ ქონებაზე უფრო დიდი სიკეთე – ზნეობრივი სრულყოფაც კი ქრება ავადმყოფობისა და წამლობის წყალობით.ადამიანის სულში ყოველთვის არის სურვილი სიყვარულისა.სიყვარული მისი თანდაყოლილი თვისებაა ისევე,როგორც შეგრძნება,შემეცნება და მოგონება.იმის სულში,ვისაც სიყვარულის საკუთარი საგანი არ გააჩნია,გარედან იჭრება ხოლმე უცხო და ეუფლება გრძნობებს.ვით კანონიერი მემკვდირის გარეშე დარჩენილ ხალხს ან ადგილ-მამულს,ისე ეპატრონებიან ობლად დაშთენილ სულს უცხო პირები,უკანონო შვილები და უბრალო მსახურნიც კი.მაშინ სულს იპყრობს არა მარტო სიყვარული,არამედ ზრუნვა და შიშიც მათ გამო.
კაცმა შეიძლება ნახო ადამიანები,რომლებიც ძალიან მკაცრად ლაპარაკობენ ქორწინებასა და შვილების ყოლაზე,მაგრამ მერმე,თუ მონა ქალისაგან ანდა ხარჭისაგან შეძენილი ბავშვები ავად გაუხდათ ან მოუკვდათ,საშინლად იტანჯებიან და დიაცურად იწყებენ მოთქმას.ზოგიერთს ძაღლისა და ცხენის სიკვდილი ისეთ სულმოკლე მწუხარებას ჰგვრის,რომ სიცოცხლე აღარად უღირს.ზოგი კი საყვარელ და ძვირფას შვილებს დაკარგავს,მაგრამ მაშინაც არ ვარდება უსასოო და უკადრის სასოწარკვეთილებაში,პირიქით,თავის სიცოცხლეს გონივრულად ატარებს.
უსაზღვრო მწუხარებისა და შიშის მიზეზი სისუსტე არის და არა სიყვარული.ეს კი იმ ადამიანს ემართება,ვინც გონებით არ არის გაწაფული,რომ ბედს შეებრძოლოს,ვერ ახერხებს დატკბეს უკვე მიღწეული და სასურველი ბედნიერებით მხოლოდ იმიტომ,რომ ამ ბედნიერების მოსალოდნელი დაკარგვა დაუსრულებელ შიშსა და ტანჯვას ჰგვრის.
სიღარიბეს როდი უნდა შეუშინდეს კაცი იმიტომ,რომ შეიძლება სიმდიდრე დაკარგოს,არც უმეგობროდ დარჩეს მეგობართა მოსალოდნელი ჩამოცილების გამო და არც ქორწინება დაგმოს შვილების სიკვდილის შიშით.ადამიანმა გონიერი თვალით უნდა შეხედოს ყველაფერს.მაგრამ ამის თაობაზე ამჯერად საკმაოდ ბევრი ვთქვით”. (ავტორი გენია.ჯი)