მარკუს ტულიუს ციცერონის ნააზრევი…
1. „მე რომ ბრალმდებლის საქმიანობა მიზიდავდეს, ისეთ ცნობილ პიროვნებას დავესხმოდი თავს, ვისი წყალობითაც სახელს მოვიხვეჭდი. მაგრამ სანამ უფლება მაქვს ჩემი სურვილის მიხედვით ვიმოქმედო, ამას არ გავაკეთებ. რადგან ჩემი აზრით, ის არის ღირსეული პიროვნება, ვინც წარმატებას თავისი სიქველის მეოხებით მოიპოვებს და არა ის, ვინც სხვისი მწუხარებისა და მარცხის წყალობით აღზევდება”.
* * *
2. „როგორც ყველა ჯიშის მცენარე თავის შესაფერის ნიადაგზე ხარობს, ასევე ყველა დანაშაულს თავისი ხელისშემწყობი პირობები, დრო და ადგილი სჭირდება გამოსავლენად”.
* * *
3. „უმიზეზოდ არაფერი ხდება ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „მშობლის მკვლელს საზოგადოების ხორცმეტად თვლიდნენ და მის ამოშანთვას ცდილობდნენ. იგი არც ცამ უნდა მიიღოს, არც მიწამ და წყალმა, არც მზემ უნდა იხილოს ასეთი ბოროტი, ვინც ღვიძლ დედას ან მამას, მისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელს, გაიმეტებს სასიკვდილოდ. იგი ჩვენს საერთო მშობელს – ბუნებას – სიკვდილის შემდეგაც ვერ უნდა მიეკაროს. ასეთ უკეთურს მხეცებსაც არ გადაუგდებენ საჯიჯგნად, რათა უწმინდური სხეულის შეხებით კიდევ უფრო არ გაშმაგდნენ; მდინარეში არ გადაისვრიან შიშველ გვამს, რომ წყალი არ წაიბილწოს და არ დაკარგოს უნარი ცოდვების განწმენდისა. მიწა მიცვალებულისაა, ცოცხალი ადამიანის – ჰაერი, ნაპირი – ტალღით გამორიყულთა. მამისმკვლელები სანამ ცოცხალი არიან, ისე ცხოვრობენ, თავისუფლად სუნთქვაც კი არ შეუძლიათ, მოკვდებიან და მათ ძვლებს მიწას არ მიაბარებენ, მდინარე აღმა-დაღმა ატარებს, მაგრამ ვერ განწმენდს მათ ლეშს, ბოლოს სადმე სალ კლდეზე შეალეწავს, თუმცა ვერც იქ ჰპოვებს განსასვენებელს”.
* * *
5. „ჩვენს წინაპრებს შორის იყვნენ ისეთი გამორჩეული, ჩინებული ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოს მართვაც ხელეწიფებოდათ, მაგრამ მინდვრად მუშაობასაც არ არიდებდნენ თავს”.
* * *
6. „სიდუხჭირეში გაზრდილი კაცი, სხვისი ქონებით უცებ გამდიდრებული, ჩვეულებრივ თავხედდება”.
* * *
7. „ბრძენსა და გონიერ კაცს ერთ წინდაუხედავ სიტყვასაც კი არ შეარჩენენ”. – (ავტორი გენია.ჯი)