“სასახლის კავალერია”

“სასახლის კავალერია” - ინგლისურ ენაზე ”Household Cavalry”,წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის არმიის გვარდიულ კავალერიას.აღნიშნული კავალერია შექმნილ იქნა 1661 წელს,დიდი ბრიტანეთის მეფის – ჩარლზ II სტიუარტის (1630-1685 წლები),ბრძანების საფუძველზე და ისტორიულად იგი შედგება ორი პოლკისაგან – the Life Guards და the Blues and Royals. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით მას აკისრია ორი ფუნქცია: საცხენოსნო პოლკი (განთავსებულია ლონდონის ჰაიდ-პარკის რაიონში),რომელიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ცერემონიალებში და ჯავშანსატანკო-სადაზვერვო პოლკი,რომელთაც შეიარაღებაში გააჩნიათ Combat Vehikle Reconnaissance (Tracked)-ის ტიპის საბრძოლო მანქანები,რომლებიც განთავსებულია ქალაქ უინძორში (ბერკშირის საგრაფო).

Household Cavarly Mounted Regiment – ჩამოყალიბებულ იქნა 1946 წელს და შედგება ორი ესკადრონისაგან,რომელთაც 250 საუკეთესო ჯიშის ცხენი ჰყავს.1982 წლის 20 ივლისს,”ირას” არმიის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულ იქნა ამ პოლკის 4 მოსამსახურე და 7 ცხენი.
Household Cavarly Regiment – ჩამოყალიბებულ იქნა 1992 წელს და ისიც შედგება ორი ესკადრონისაგან. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა პოლკმა მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო მისიებში – ბოსნიასა და კოსოვოში.გარდა ამისა,მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის ოპერაციებში.
“სასახლის კავალერია”-ში სამხედრო წოდებები სხვა საჯარისო შენაერთების წოდებებისაგან განსხვავებულია.მათ რიგებში არ არიან სერჟანტები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მათ რიგებში სამსახური დიდი პატივია და მასში ირიცხებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც არიან: პრინცი ჰარი და დიდი ინგლისელი მომღერალი – ჯეიმზ ბლანტი.
“სასახლის კავალერია” მუდმივად იღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის სამეფო და სახელმწიფო ღონისძიებებში,რასაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს და ერთობ პოპულარულიც არიან არა მარტო ინგლისში,არამედ მთელს მსოფლიოშიც კი. (ავტორი გენია.ჯი)



Combat Vehicle Reconnaissance (Tracked)