“ამერო” – (ჩრდილოამერიკული ჰიპოთეტური ვალუტა)
“ამერო” – წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკული ჰიპოთეტური კავშირის ერთიანი ვალუტის შექმნის შესაძლო პროექტს,რომელშიც მოიაზრებენ ამერიკის შეერტებულ შტატებს,მექსიკასა და კანადას.ვარაუდობენ,რომ მომავალში აღნიშნული ვალუტა ჩააანაცვლებს ამერიკულ დოლარს,კანადურ დოლარსა და მექსიკურ პესოს. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად – “ამერო”,ისეთივე დანიშნულების მქონე ვალუტად არის ჩაფირებული,როგორიც ევროკავშირისათვის გახლავთ – ევრო.აღნიშნული იდეის ავტორი გახლავთ ცნობილი კანადელი ეკონომისტი – ჰერბერტ გრაბელი,რომელმაც 1999 წელს,კანადურ ქალაქ ვანკუვერში,ფრეზერის ინსტიტუტის ხელშეწყობით გამოაქვეყნა პუბლიკაცია,სახელწოდებით – “ამეროს მხარდასაჭერად: ჩრდილოამერიკული სავალუტო კავშირის ეკონომიკა და პოლიტიკა”.პუბლიკაციაში,ჰერბერტის მიერ შემოთავაზებული იყო წინადადება,რომლის მიხედვითაც ჩრდილოამერიკულ კავშირს უნდა შეექმნა ერთიანი საბანკო სისტემა და ვალუტად – “ამერო” შემოეღოთ.ახალი ვალუტა კი დაფუძნებული იქნებოდა 1994 წელს გაფორმებული ჩრდილოეამერიკული თავისუფალი საბაზრო კავშირის NAFTA-ს პრინციპების ბაზაზე. 2000 წელს,ამეროს ერთიანი ჩრდილოამერიკული ვალუტის შემოღების იდეას ოფიციალურად დაუჭირა მხარი მექსიკის პრეზიდენტმა – ვისენტე ფოქსმა.მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ხელისუფლებას მოუწოდა თავადაც დაეჭირათ მხარი აღნიშნული იდეისათვის და დაეჩქარებინათ ინტეგრაციული პროცესი ჩრდილოამერიკული საერთო ბაზრის შესაქმნელად,ისევე,როგორც ეს თავისდროზე განახორციელა ევროკავშირმა. 2005 წლის 23 მარტს – კანადის,მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა ერთობლივად ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული – “Security and Prosperity Partnership of North America”,რომლის უმთავრეს ფუნქციას ზემოაღნიშნული სახელმწიფოების ღრმა ეკონომიკური თანამშრომლობა და ეკონომიკის უსაფრთხოება წარმოადგენდა.ამ ორგანიზაციის დაარსებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია ამერიკელ კონსერვატორებში,რიგ პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებში.ისინი მიიჩნევენ,რომ “ამეროს” შემოღება სრული ეკონომიკური კატასტროფის მომასწავებელი იქნება და იგი საშინელ რყევებს გამოიწვევს მსოფლიო სავალუტო ბაზარზე.უზარმაზარი კრიტიკის შედეგად,სამივე ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა ოფიალური განცხადება გაეკეთებინა იმის შესახებ,რომ ისინი ერთიანი ჩრდილოამერიკული ვალუტის – ამეროს შემოღებას არ აპირებდნენ და აღნიშნეს,რომ იდეაშიც კი არ არსებობს “ამეროს” ამოქმედების პროექტი.მიუხედავად ოფიციალური განმარტებებისა,ეკონომისტებში მაინც დიდი შეშფოთება შეინიშნება,რადგან ისინი დარწმუნებული არიან,რომ ადრე თუ გვიან ჩრდილოამერიკული საერთო ვალუტა – ამერო,მაინც შემოვა სავალუტო ბაზარზე,რაც უდიდეს დარტყმას მიაყენებს მსოფლიო სავალუტო სისტემას და გამოიწვევს უამრავი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ კოლაფსს.გარდა ამისა,ეკონომისტები ირწმუნებიან,რომ “ამეროს” საკოლექციონორო სახით გამოშვებული მონეტები,წინაპირობა გახლავთ მისი ოფიციალურად შემოღებისათვის.ჰერბერტ გრაბელის მიერ შემოთავაზებული იდეა დღემდე უდიდესი დავის საგნად არის მიჩნეული და ფართოდ განიხილება მსოფლიოს წამყვან მედიებსა და პრესაში.(ავტორი გენია.ჯი)
“ამეროს” საკოლექციონორო სახით მოჭრილი მონეტა
“ამეროს” ფულადი ერთეულის ოფიციალური ნიშანი