სოლონი – “ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეულ ძველბერძენ კანონმდებელს,დემოკრატიის ფუძემდებელს,მხედართმთავარსა და პოეტს - სოლონს (ძვ.წ.აღ-ით 638-558 წლები),მის მიერ შემუშავებულ სისხლის სამართლის საკანონმდებლო მუხლებში (რომლებიც საუკუნეების მანძილზე გახლდათ ბერძნული სამართლის უმთავრესი დედაბოძი) ერთადერთი რაც არ ჩაუდია,გახლდათ შვილის მიერ მშობლის მკვლელობისათვის დაწესებული სასჯელი.აღნიშნულმა ფაქტმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ბერძენ მოსახლეობაში.აღნიშნული მისიით დიდ კანონმდებელს,რჩეული ათენელებისაგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.მათ შორის გამართული დიოლოგის დასასრულს,ათენელები დაინტერესდნენ,თუ რატომ არ იყო სოლონის მიერ შემუშავებულ კანონებში მუხლი,რომელიც შვილის მიერ მშობლების მკვლელობას ეხებოდა.მცირეოდენი დუმილის შემდეგ,ღრმად ჩაფიქრებულმა სოლონმა,სტუმრებს ძალიან მოკლე და ლაკონური პასუხი გასცა:

- ამის ჩამდენი კაცი ქვეყანაზე არ მეგულება!

P.S. ბერძენთა ერთი ნაწილი ამბობდა: “დიდმა კანონმდებელმა ასეთი კანონი სპეციალურად იმიტომ არ გამოსცა,რომ ვინმეს სურვილი არ გასჩენოდა ამ საშინელი ცოდვის ჩადენისაო”, – და შესაბამისად მის მიერ იგნორირებულ საკანონმდებლო მუხლს დადებიადაც აფასებდნენ.(ავტორი გენია.ჯი)