ფოკიონი – “ეპიზოდი”
დიდი ძველბერძენი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე - ფოკიონი (ძვ.წ.აღ-ით 402-318 წლები),ქერონეის ბრძოლის შემდეგ,თხუთმეტი წლის მანძილზე ბერძენთა მთავარი სტრატეგოსის ფუნქციებს ითავსებდა.მან არაერთი დიდი ბრძოლა და ომი გადაიტანა,მათ შორის – “ლამიის ომი”,სადაც დიდი გმირობით გამოირჩა. ძვ.წ.აღ-ით 319 წელს,მინიქიის მაკედონური გარნიზონის უფროსმა – ნიკანორმა,ყველასათვის მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა და დაიკავა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე განთავსებული ძველბერძნული ქალაქი – პირეოსი. 80 წლის ასაკში მყოფი ფოკიონი,იმ პერიოდში სწორედ პირეოსში ცხოვრობდა.სხვადასხვა ვერსიების თანახმად,ფოკიონმა ან საჭიროდ არ მიიჩნია მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევა,ან კიდევ ხანდაზმული ასაკის გამოისობით ვერ მოახერხა.აღნიშნულიდან რამდენიმე თვეში,ფოკიონის მტრების ინიციატივით,ბერძნებმა იგი დააკავეს და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი.სამშობლოსათვის დამაშვრალ მამულიშვილს,როგორც მოღალატეს სიკვდილით დასჯა გამოუტანეს. ძვ.წ.აღ-ით 318 წელს,დიდ ძველბერძენ მხედართმავართან ერთად ეშაფოტზე სიკვდილით უნდა დაესაჯათ ვინმე ფუდიპიც.ამ უკანასკნელმა თავის მართლება დაიწყო და ჯალათებს პატიებას სთხოვდა.საცოდავ მდგომარეობაში და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ფუდიპის ხილვამ ფოკიონზე მეტად უარყოფითი და გამაღიზიანებელი გავლენა იქონია და მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: ” – როგორ,განა შენთვის ბედნიერება არ არის ფოკიონთან ერთად სიკვდილი”.
P.S. ფოკიონის სიკვდილით დასჯის შემდეგ,ბერძნებმა მალევე გააცნობიერეს დიდი მხედართმთავრისადმი გამოტანილი უსამართლო განაჩენის სრული სიმძიმე.მათ,ხომ,სიკვდილით დასაჯეს ის ხანდაზმული მოხუცი,რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე სამშობლოსათვის ბრძოლას შეალია.მალევე,ბერძნებმა აღმართეს ფოკიონის ბრინჯაოს ქანდაკება,ხოლო მისი ნეშტი სახელმწიფო პატივით იქნა დაკრძალული.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ფოკიონის მთავარი ბრალმდებელი – გაგნოდიდი,თავად დაადანაშაულეს რიგ დანაშაულებებში,რის გამოც სიკვდილით იქნა დასჯილი.ხოლო – ეპიკურე და დემოფილე,რომელთაც ფოკიონის სიკვდილში თავიანთი წვლილი დაიდეს,თავად დიდი მხედართმთავრის ვაჟის – ფოკის მიერ იქნენ მოკლულნი. (ავტორი გენია.ჯი)