მიტილენელი ელჩების მიმართვა ლაკედემონელებს (სპარტელებს)…

“ჩვენთვის ცნობილია ელინთა დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ,ვინც ომის დროს მოკავშირეებს მიატოვებს.მათ სიამოვნებით იღებენ,თუ ისინი საჭირო არიან,მაგრამ პატივს არ სცემენ.ასეთი აზრი გამართლებულია,თუ საქმე ეხება თანასწორ სახელმწიფოთა დაშორებას საფუძვლიანი მიზეზის გარეშე.ჩვენი დამოკიდებულებები ათენელებთან არ არის ასეთი და ვერავინ დაგვაბრალებს,რომ ჩვენ მათ მძიმე დროს ვტოვებთ,ხოლო ისინი მშვიდობიანობის ჟამს კარგად გვექცეოდნენ.

რადგან ჩვენი მიზანი თქვენთან კავშირია,პირველ რიგში,სამართლიანობასა და ღირსებას შევეხოთ.ჩვენ ვიცით,რომ არ შეიძლება არსებობდეს მეგობრობა ადამიანებს და ქვეყნებს შორის,თუ ისინი არ ენდობიან ერთმანეთს და არ აქვთ მსგავსი მისწრაფებები.განსხვავებულ აზრებს მოქმედებაში განსხვავებები მოჰყვება.ჩვენ ათენელებთან კავშირი დავამყარეთ მას მერე,რაც თქვენ გამოეთიშეთ მიდიელებთან ომს,ისინი კი დარჩნენ ბრძოლის დასასრულებლად.ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მოკავშირეები ათენელთა მოკავშირეები ელინების დამორჩილებისკენ სწრაფვაში. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ მათთან ერთად ვიყავით,სანამ ისინი როგორც თანასწორთ ისე გვეპყრობოდნენ და მიდიელებს ებრძოდნენ.ჩვენ შევშფოთდით,როდესაც შევატყვეთ,რომ ათენელებს მოკავშირეებზე ბატონობა სურთ.მოკავშირეები ვერ გაერთიანდნენ ათენელთა წინააღმდეგ და თანდათანობით ყველა მათ დამორჩილდა ქიოსელებისა და ჩვენ გარდა.დამოუკიდებლები გვერქვა,მაგრამ მათ მხარეზე უნდა გვებრძოლა.ახლა ჩვენ ვეღარ ვანდობთ ათენელებს ჩვენს ხელმძღვანელობას.დაუჯერებელია,რომ სხვა მოკავშირეთა დამორჩილების შემდეგ ჩვენი დამონებაც არ მოინდომონ.

სხვებს რომ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ,ჩვენც გვექნებოდა იმედი.ათენი გაძლიერდა და უჭირდა ჩვენთან თანასწორი ურთიერთობის შენარჩუნება.კავშირის სიმტკიცის საწინდარი მხოლოდ ერთმანეთის რიდია.მისი დარღვევისაგან ერთ-ერთ მხარეს საკუთარი სისუსტის შეგრძნება აკავებს.ჩვენ ათენმა დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ დაგვიტოვა,რომ ბატონობის მიღწევა ტკბილი სიტყვით ამჯობინა.ჩვენ კი მათ ვემსახურებოდით და მათი საქმის სამართლიანობის საბუთადაც ვადგებოდით.ათენელები ძლიერს სუსტის წინააღმდეგ იყენებდნენ.ჩვენ,როგორც შედარებით ძლიერები,ბოლოსათვის მოგვიტოვეს და ფიქრობდნენ,რომ მცირე ქვეყნების დამორჩილების შემდეგ ჩვენ იოლი ლუკმა გავხდებოდით.ჩვენით რომ დაეწყოთ,სხვა მოკავშირეები მიხვდებოდნენ,ვის დაყრდნობოდნენ, და ასე იოლად ვერ მოგვერეოდნენ.

როგორ ვენდეთ ასეთ მეგობრობასა და თავისუფლებას? სამსახური,რომელსაც ერთმანეთს ვუწევდით,არ შეეფერებოდა ჩვენს გრძნობებს.ათენელები შიშით გვეფერებოდნენ ომის დროს,ჩვენ კი ასევე ვპასუხობდით მშვიდობიანობისას.ურთიერთნდობა ურთიერთშიშზე იყო დამყარებული,შიში კრავდა ჩვენს კავშირს და არა სიყვარული. და ვინც პირველი შეძლებდა კავშირის დარღვევას საკუტარი თავის ხიფათში ჩაგდების გარეშე,სიამოვნებით იზამდა ამას.ამიტომ ცდება,ვინც მიიჩნევს,რომ ჩვენი აჯანყება უსამართლოა.

ძალები რომ თანასწორი ყოფილიყო,ჩვენ კიდევ უნდა დავლოდებოდით ერთხანს,მაგრამ რადგან თავდასხმას მუდამ ველოდით,უნდა დაგვესწრო დაცვითი ზომების მიღება.

ასე შეიძლება ავხსნათ და გავამართლოთ ჩვენი განდგომა.სავსებით საკმარისი მიზეზია,რომ დაგარწმუნოთ ჩვენს სისწორეში.ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაპირებდით ათენელთაგან განდგომას და ადრეც მოგმართეთ თქვენ,მაგრამ უშედეგოდ,ამიტომ ჩვენს განზრახვაზე ხელი ავიღეთ.ახლა ჩვენ გამოვეხმაურეთ ბეოტიელთა წინადადებას.ჩვენ ორი მიზანი გვაქვს: დავეხმაროთ ელინებს,რომ ათენელთაგან განთავისუფლდნენ, და არ მივცეთ ათენელებს ჩვენი მოსპობის საშუალება.ჩვენ უფრო ადრე მოგვიწია აჯანყება,ვიდრე ვაპირებდით, და არ ვიყავით ამისათვის მზად.ამიტომ თქვენ უნდა მიგვიღოთ თქვენს კავშირში და სასწრაფოდ დაგვეხმაროთ.ამით თქვენ დაადასტურებთ,რომ მზად ხართ დაიცვათ ჩაგრული, და საკუთარ ძალას აჩვენებთ მტერს.ვითარება ხელსაყრელია,როგორც არასდროს.ათენელები დაასუსტა ჭირმა და ომის ხარჯებმა,მათი ფლოტი გაფანტულია.მათ აღარ ექნებათ უპირატესობა ზღვაზე და თქვენ ატიკას ხმელეთითა და ზღვით შევუტევთ,მათ გაუჭირდებათ თავდასხმის მოგერიება.ნუ იფიქრებთ,რომ სხვის გამო საფრთხეში აგდებთ თქვენს სამშობლოს.თუ ლესბოსი შორს გეჩვენებათ,ის სარგებელი,რასაც ჩვენ გთავაზობთ,საკმაოდ ახლოსაა.ბრძოლის ველი ატიკაში კი არ იქნება,არამედ იქ,საიდანაც მათ შემოსავალი აქვთ.ათენელებს ფული მოკავშირეებისგან შემოსდით და ჩვენი დამორჩილებით მათი შემოსავალი გაიზრდება,ხოლო მდგომარეობა დამძიმდება.თუ დაგვეხმარებით,მოიპოვებთ ძლიერ ფლოტს,რომელიც ესოდენ გჭირდებათ.ხოლო თუ ათენელებს მოკავშირეებს წაართმევთ,მათ ძალასაც შეამცირებთ.ათენის მოკავშირეები სიამოვნებით გადმოვლენ თქვენს მხარეზე და ვერავინ დაგწამებთ,რომ არ ეხმარებით მას,ვისაც ათენის წინააღმდეგ გამოსვლა სურს.თუ აშკარად გამოხვალთ ელადის განმათავისუფლებლად,გამარჯვება თქვენ დაგრჩებად.

გაამართლეთ ელინთა იმედები,პატივი ეცით ოლიმპიელ ზევსს და მიგვიღეთ თქვენს კავშირში.ნუ დაგვტოვებთ მარტო მაშინ,როდესაც მხოლოდ ჩვენ ვწირავთ სიცოცხლეს ელინთა საქმისთვის,იყავით მამაცნი,როგორებადაც მიგიჩნევენ ელინები და როგორების ხილვაც ჩვენ გვინდა ჩვენს გასაჭირში”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ლაკედემონელები (სპარტელები) დაეთანხმნენ მიტილენელთა აღნიშნულ შემოთავაზებას და ისინი თავიანთ კავშირში მიიღეს,რის შემდეგაც ათენის წინააღმდეგ ომი იქნა წამოწყებული. (ავტორი გენია.ჯი)