“რიკუგიენის ბაღი”

“რიკუგიენის ბაღი” - “ინგლისურ ენაზე ”Rikugien Garden”,წარმოადგენს ულამაზეს,ტრადიციულ იაპონურ ბაღს “ედოს პერიოდისა” (ისტორიული პერიოდი იაპონიაში 1603-1868 წლებში),რომელიც განთავსებულია “ამომავალი მზის ქვეყანის” – იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე,ბუნკიოს რაიონში.იგი გაშენებულ იქნა 1702 წელს,იაპონური შუასაუკუნეების პოეზიის ჟანრის – ვაკას,მოტივების მიხედვით.თავად სიტყვა “რიკუგი”,აღნიშნავს – ექვს სახეობას ვაკას პოეზიისა,ხოლო სიტყვა “ენ” კი აღნიშნავს ბაღს ან პარკს.

“რიკუგიენის ბაღის” საერთო ფართობი 87 809,41 კვადრატულ მეტრს მოიცავს.აღნიშნული მიწების მფლობელი,ადრეულ საუკენეებში გახლდათ სიოგუნი და ერთ-ერთი ფეოდალი იაპონიისა – ცუნაოსი ტოკუგავა (1646-1709 წლები),რომელმაც 1695 წელს იგი საჩუქრად გადასცა თავის უმაღლეს მრჩეველსა და ფავორიტს – იოსიასუ იანაგისავეს,რომელმაც გადაწყვიტა ამ მიწაზე ულამაზესი ბაღის გაშენება. (ავტორი გენია.ჯი) რადგან იანაგისავა დიდი თაყვანისმცემელი იყო “ვაკა”-ს პოეზიის ჟანრისა,მან ბაღი დააპროექტა ამავე პოეზიის 88-ე გამოსახულების “მენსოსიუს” და “კოკინსიუს” ანთოლოგიური ნაწარმოებების მიხედვით და ბაღში ამის აღსანიშნავად 88 ქვის სვეტი იქნა აგებული,რომელთაგან დღევანდლამდე მხოლოდ 32-ია შემორჩენილი.”რიკუგიენის ბაღის” შექმნა-აგება მიმდინარეობდა 1695-1702 წლებში და 8 წლის მანძილზე ამას ხელმძღვანელობდა თავად ავტორი იდეისა.საბოლოო სახე ბაღმა 1702 წელს მიიღო და მასსი განთავსდა უამრავი სახეობის მცენარე,ხელოვნური წყალსტევი,ასევე ხელოვნური კუნძულებით და სხვა ნაგებობები.”მეიძის ეპოქაში” (პერიოდი იაპონიის ისტორიაში 1868-1912 წლებში),აღნიშნული ბაღი წარმოადგენდა მეორე რეზიდენციას,კომპანია “მიცუბისი”-ს დამაარსებლის – იატარო ივასაკის.თუმცა 1938 წელს ბაღი საჩუქრად გადაეცა ტოკიოს მთავრობას.ბაღის ცენტრში მდებარეობს ულამაზესი ხელოვნური წყალსატევი (გუბე),მცირე ზომის კუნძულებით. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდ კუნძულზე აღმართულია 35 მეტრი სიმაღლის მქონე ბორცვი,საიდანაც იშლება გასაოცარი ხედი ბაღისა.აღნიშნულ ბორცვს “ფუჯიმი-იამა”-ს უწოდებენ,იაპონიის ყველაზე მაღალი ფუჯის მთის საპატივცემულოდ.დღესდღეობით “რიკუგიების ბაღი” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ ადგილად მიჩნევა ტოკიოს მაცხოვრებლებისათვის,რომლებიც იქ სტუმრობისას უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას ღებულობენ.შესაბამისად იგი საკმაოდ ხალხმრავალ ადგილად და ტოკიოს ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)