იცით თუ არა,რომ
1. გენიალური იტალიელი ფიზიკოსი,ასტრონომი და ფილოსოფოსი – გალილეო გალიელი (1564-1642 წლები),გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაბრმავდა.მისი დაბრმავების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი,გალილეოსვე მიერ შექმნილი ტელესკოპით მზეზე ხშირი დაკვირვება გახლდათ.
2. ინგლისში მდებარე საყოველთაოდ ცნობილი “იელის კოლეჯის” რექტორი XVIII საუკუნეში – ტიმოთი დუაიტი,კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოლეჯის ტერიტორიაზე ფეხბურთის თამაშს.აღნიშნული განაწესის დარღვევისათვის თითოეული სტუდენდი დეკანთან მიჰყავდათ,რის შემდეგაც 50 ცენტით აჯარიმებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
3. ინდუსების რელიგიური და ზოგადად ცხოვრებისეული ტრადიციის თანახმად,ადამიანის საწოლში გარდაცვალება სირცხვილად მიიჩნევა.მათი წარმოდგენის მიხედვით,ადამიანმა სული მდინარის პირას უნდა განუტევოს.სწორედ აღნიშნული მოტივიდან გამომდინარეა,რომ ინდუსების დიდი ნაწილი თავიანთ გარდაცვლილებს მდინარე განგის წყალში უშვებს.
4. პირველი კულინარიული წიგნი – “de re coquinaria”,გამოქვეყნდა ახ.წ.არ-ით 62 წელს რომში.წიგნში აღწერილი იყო იმ კერძების დამზადების რეცეპტები,რომელსაც რომის იმპერატორი კლაუდიუსი მიირთმევდა.
5. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტი 1869-1877 წლებში – ულის სიმპსონ გრანტი,ქალაქის ქუჩებში ცხენით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისათვის დააკავეს.სასამართლომ კი,იგი დამნაშავედ სცნო სიჩქარის გადაჭარბებაში და ჯარიმის სახით ოცი ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა.
6. გენიალურ იტალიელ მოქანდაკეს,მხატვარსა და არქიტექტორს – მიქელანჯელო ბუონაროტის,არა მარტო ხატვის უდიდესი ნიჭი,არამედ არამედ ლექსების წერის დიდი ტალანტიც გააჩნდა.იმ პერიოდის იტალიაში,მას უფრო პოეტად იცნობდნენ,ვიდრე მხატვრად.დღევანდელ დღემდე,მიქელანჯელოს ორას ორმოცდაათამდე ლექსმა და სონეტმა მოაღწია.
7. ცნობილმა ამერიკელმა ავანგარდული ჟანრის კომპოზიტორმა - ჯონ მილტონ ქეიჯმა,მეორე მსოფლიო ომის შემდგომ (1952 წელს),დაწერა პიესა,სახელწოდებით – “4/33″.აღსანიშნავი ამ ფაქტში გახლავთ ის,რომ ქეიჯის მიერ შექმნილი ნაწარმოები ოთხი წუთისა და ოცდაცამეტი წამის განმავლობაში გრძელდებოდა,ისე რომ არც ერთი მუსიკალური ნოტი არ ჰქონია აღებული.შესაბამისად,აღნიშნული “მუსიკალური ნაწარმოების” შესრულებისას დარბაზში 4 წუთისა და 33 წამის მანძილზე სრული სიჩუმე სუფევდა.
8. 1098 წელს,ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ – ჯვაროსნებმა არაბული ქალაქი მაარათი აიღეს.სწორედ მაარათის აღებისას დაფიქსირდა ჯვაროსნების მშიერი მებრძოლების მიერ,დახოცილი მოსახლეობითა და მოწინააღმდეგე მებრძოლებით კვების ფაქტები (კანიბალიზმი).აღნიშნული საშინელების გამო,ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთის ხალხები დღემდე – “კანიბალებად” მოიხსენიებს.
9. “ბუდიზმი”,როგორც რელიგია ინდოეთში წარმოიშვა ჩვ.წ.აღ-მდე 470 წელს.თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ,თავად ინდოეთში ბუდიზმის მიმდევარები ძალიან ცოტანი არიან.აღნიშნული რელიგია ყველაზე მეტად გავრცელებულია იაპონიასა და შრი-ლანკაში,სადაც ბუდას ბევრად დიდ თაყვანს სცემენ,ვიდრე მშობლიურ ინდოეთში. (ავტორი გენია.ჯი)
10. ნაპოლეონ ბონაპარტსა და ფრანგ ხალხში,ამერიკის ლეგენდარული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი,იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა,რომ მისი გარდაცვალების შემდეგ,საფრანგეთში ოფიციალურად ათ დღიანი გლოვა გამოცხადდა.