“სიკვდილის ბარჟა”
ისტორიის ისედაც ცოდვით დამძიმებულ ფურცლებზე,კაცთა მოდგმის მიერ კაცთა მოდგმის მიმართ ჩადენილი არაერთი მიზანთროპული ფაქტია მოყვანილი.ცნობილია,რომ – კომუნისტებმა და ფაშისტებმა,პატიმრები (ტყვეები) ბარჟებზე შედენეს,დაუკეტეს ყველა გემბანზე ამოსასვლელი კარი,გაიყვანეს ღია ზღვაში და ხალხით სავსე გემები დაძირეს,რასაც,ბარჟაზე მყოფი ყველა პატიმრისა თუ ტყვის საშინელი წამებით აღსასრული მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ასეთი სადისტური მეთოდით ადამიანების მოკვდინება,არც კომუნისტებს გამოუყენებიათ პირველებს და არც ფაშისტებს,რადგან ისტორიულად პირველი დადასტურებული მიზანთროპული ფაქტი სახელწოდებით – “noyade” (ჩაძირვა),დაფიქსირდა საფრანგეთში.კერძოდ,საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ,ერთ-ერთმა ყველაზე სისასტიკით განთქმულმა ფრანგმა პოლიტიკურმა ჩინოვნიკმა და კონვეტის კომისარმა – ჟან-ბატისტ კარემ (1756-1794 წლები),ქალაქ ნანტში საკუთარი ბრძანების საფუძველზე, 1793 წლის 16 ნოემბერის ღამეს,ბარჟაზე თავი მოუყარა პატიმრების იმ რაოდენობას,რაც მასზე დაეტია,რის შემდეგაც გემი მდინარე ლუარაში გაიყვანეს და დაძირეს.აღნიშნული ფაქტი,კარემ დიდი “სიამაყით” მოახსენა საფრანგეთის კონვენტს და აღნიშნა,რომ ამ მეთოდით ადამიანების სიკვილით დასჯა მეტად პრაქტიკული საშუალებააო.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჟან-ბატისტ კარემ ადამიანების სიკვდილით დასჯის ეს უსაშინლესი მეთოდი ექვსჯერ გამოიყენა (ექვსივეჯერ ქალაქ ნანტში) და მის მსახვრალ ხელს,დაახლოებით 2 000-დან 9 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა,მათ შორის ათეულობით სასულიერო პირიც.მდინარე ლუარა ერთგავარდ იქცა ათასობით ადამიანის საფლავად,რის გამოც ერთ დღეს კარემ ცინიკურად შენიშნა: “ეს როგორი რევოლუციური ნიაღვარი გააჩნია ლუარას!”
თავად სისასტიკით განთქმულ ჟან-ბატისტ კარეს,სიცოცხლე 1794 წლის 16 დეკემბერს გილიოტინის საშუალებით დაასრულებინეს.თუმცა,მის მიერ შემოღებული – “სიკვდილის ბარჟის” მეშვეობით ადამიანების მოკვდინება ჯერ – კომუნისტებმა,კერძოდ ლენინმა გამოიყენა,ხოლო მოგვიანებით ადოლფ ჰიტლერის ფაშისტურმა რეჟიმმაც “აიტაცა”. (ავტორი გენია.ჯი)
“სიკვდილის ბარჟის” ავტორი – ჟან-ბატისტ კარე