“რომის დიდი ხანძარი”
რომის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი - ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები),იგივე – ნერონი,რომ სისასტიკითა და ამორალური თვისებებით გამორჩეული დიქტატორი იყო – ფაქტია! იგი,მის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულებებთან ერთად,დადანაშაულებულია “მარადიული ქალაქის” – რომის გადაწვაში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამტკიცებს,”რომის დიდი ხანძარი” გაჩაღებულ იქნა 64 წლის 18 ივლისის ღამეს,თავად რომის იმპერატორის ნერონის ბრძანების საფუძველზე და იგი,მთელი ექვსი დღისა და შვიდი ღამის მანძილზე გრძელდებოდა.აღნიშნული ხანძრის მთავარ კერას ცირკუს მაქსიმუმის გარშემო შეჯგუფული ხის კონსტრუქციის მქონე მაღაზიები წარმოადგენდა.რიგი ავტორები ირწმუნებიან,რომ რომის თავს დატეხილ უბედურებას,თეატრალურ ტანისამოსში გამოწყობილი ნერონი მთიდან ადევნებდა თვალს,რა დროსაც ლირას (სხვა ვერსიით – ვიოლინოს) უკრავდა და ტკბებოდა ამ საშინელი სანახაობით.გარდა ამისა,ნერონი რომის ხანძრისას ციტირებდა სიტყვებს არქტინოს მილეტელის მიერ ტროას ომისადმი მიძღვნილი ძველბერძნული პოემიდან – “ილიონის განადგურება”.თუმცა მეცნიერებისა და ისტორიკოსების მეორე ნაწილი აღნიშნულ ჰიპოთეზას არ იზიარებს.ისინი ირწმუნებიან,რომ ნერონს რომის გადაწვა საკუთარი თვალით არ უხილავს,რადგან იგი,ხანძრის დაწყების ღამეს,რომიდან 80 კილომეტრის მოშორებით (ანციუსში) მდებარე ვილა-ანტიუმეში იმყოფებოდა.გარდა ამისა,ნერონი ვერც ვიოლინოზე დაკვით გაირთობდა თავს რომის უბედურების ხილვისას,რადგანაც იმ პერიოდში – “ვიოლინო”,საერთოდ არ არსებობდა.სხვა ვერსიები კიდევ უფრო შორს მიდის და მატკიცებს,რომ,ნერონს რომი არ გადაუწვავს და მაშინ,როდესაც გაიგო რომში განვითარებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია,სასწრაფოდ დაბრუნდა იმპერიის დედაქალაქში,რა დროსაც თავად ხელმძღვანელობდა მეხანძრეთა რაზმებს.ცნობილია ისიც,რომ ქალაქში ხანძრის გაჩაღებაში იმპერატორმა ბრალი დასდო ქრიატიანებს და ისინი სასტიკი დევნის ობიექტადაც აქცია.აღნიშნულ ხანძარს რომის მრავალ უბანთან ერთად ემსხვერპლა,იმპერატორის სასახლეც.სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო რომში ხის კონსტრუქციის მქონე შენობა-ნაგებობების ქვის კონსტრუქციის მქონე ნაგებობებით ჩანაცვლება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ზუსტად დადგენილი არ არის ნერონის ბრალი რომის გადაწვის ისტორიაში და ეს უფრო ვარაუდებს ემყარება.ასეთი ვარაუდების საფუძველს კი წარმოადგენს ის,რომ რომ ნერონმა იმპერიის დედაქალაქის გადაწვა უამრავი მოწინააღმდეგის ჩამოსაშორებლად გამოიყენა.მათ შორის ქრიატიანი მოსახლეობისაც. (ავტორი გენია.ჯი)