იულია დრუზილა (კალიგულას ერთადერთი ქალიშვილი)
იულია დრუზილა - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 39 წელს რომში.იგი წარმოადგენდა ერთადერთ შვილს (ქალიშვილს),რომის იმპერატორისა და დიქტატორის 37-41 წლებში – გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულასი (12-41 წლები).იულია – კალიგულას,რიგით მეოთხე ცოლისაგან – მილონია ცეზონიასაგან (5-41 წლები) შეეძინა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სანამ მილონია კალიგულაზე დაქორწინდებოდა,მანამ იგი 6-ჯერ გახლდათ გათხოვილი და ამ ქორწინებებიდან მას 7 შვილი ჰყავდა. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ცეზონია სილამაზითა და დიდი გონიერებით არ გამოირჩეოდა,რის გამოც უცნობია,თუ რითი მოხიბლა მან “ყოვლისშემძლე” რომის იმპერატორი – კალიგულა.თუმცა არის მოსაზრებები,რომ იგი კალიგულას,მაგიის მეშვეობით დამზადებულ “სიყვარულის სასმელს” ასმევდა,რამაც კალიგულა საბოლოოდ “ჭკუიდან შეშალა”.39 წელს ისინი “საყვარლები” იყვნენ და მხოლოდ 40 წელს იქორწინეს ოფიციალურად და ძალიან მალევე ქორწინებიდან,მათ შეეძინათ ქალიშვილი,რომელსაც კალიგულამ მისი უსაყვარლესი დის (რომელიც ძმიშვილის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა) საპატივცემულოდ – იულია დრუზილა დაარქვა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კალიგულა ყოველი ლაშქრობებისას მეუღლეს გვერდიდან არ იშორებდა და ისიც ისეთივე სამხედრო ფორმაში ჰყავდა გამოწყობილი,როგორც თავად იყო.იმპერატორი იმდენად არფრთოვანებული იყო საკუთარი ქალიშვილით,რომ მას “ღვთაებად” მიიჩნევდა და რომში მისი სახელობის ტაძარიც კი ააგებინა,რომელიც იულიას ქანდაკებებით იყო მოფენილი.გოგონა იზრდებოდა მეტად “აღვირახსნილად”,რადგან ორი წლის გოგონა იმდენად გათამამებული ჰყავდა კალიგულას,რომ არავისი რიდი და შიში არ გააჩნდა.სხვა ბავშვებთან თამაშის დროს,სრულიად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა მათ და თვალების ამოთხრასაც კი ცდილობდა მათთვის.41 წლის 24 თებერვლის შეთქმულების შედეგად კალიგულას ორი წლის გოგონა,დედამისთან ერთად იქნა მოკლული,მას შემდეგ,რაც რამდენიმე საათით ადრე მოკლულ იქნა კალიგულა.ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,იგი თავს დაესხა დედის მკვლელ პრეტორიანელს,რომელმაც მას თავი გაუხეთქა კედელზე მიხეთქების შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)