კუნძული დელოსი – “ეპიზოდი”
ეგეოსის ზღვაში მდებარე ულამაზესი კუნძული – დელოსი,რომელიც “იუნესკომ” 1990 წელს მსოფლიო მემკვდირეობის ნუსხაში შეიტანა,მასზე განთავსებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლების გამოისობით,უძველესი ეპოქებიდანვე საბერძნეთის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად იყო მიჩნეული.ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,სწორედ დელფოსზე დაიბადნენ – აპოლონი (სინათლისა და ხელოვნების ღმერთი) და არტემიდა (ცხოველთა მაფრველი ღვთაება).ცნობილია,რომ ძველი ბერძნები წმინდა კუნძულის – დელოსის ბუნებრივ რესურსებს არასოდეს იყენებდნენ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია,გახლავთ ის,რომ კუნძულზე მაცხოვრებელ ადგილობრივ მოსახლეობას,მშობლიურ მიწაზე არც დაკრძალვის და არც დაბადების უფლება არ გააჩნდათ.მაშინ,როდესაც კუნძულის მკვიდრი მოსახლე ავად გახდებოდა,ან ორსულ ქალს მშობიარობის პერიოდი დაეწყებოდა,ისინი ადგილობრივების დახმარებით კუნძულს ტოვებდნენ და სხვა,ახლომდებარე კუნძულებზე გადაჰყავდათ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ კუნძული დელოსი,მსოფლიოში,ღია ცის ქვეშ განთავსებულ ყველაზე დიდ მუზეუმად არის აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი)