მორის ფოცხიშვილი – “მე ახლა მივხვდი”
მე ახლა მივხვდი
საიდან მოდის,
წვიმა,რომელსაც სიმღერა ჰქვია.
***
მე ახლა ვიცი,
რატომ და როდის,
როგორ აჯენენ ტყვიაში ტყვიას.
***
მე ახლა ვატყობ,
რად დამჭრეს ფრთები,
რად გაატანეს ჩემი ხმა ნიავს.
***
მე ახლა… მაგრამ
მე უკვე ვთვრები,
და გული ჩემი შენს ფეხრთით გდია.