ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
დიდ ფრანგ მხედართმთავარს და საფრანგეთის იმპერატორს – ნაპოლეონ ბონაპარტს (1769-1821 წლები),რომელიც რუსეთის დაუძინებელ მტრად მიიჩნეოდა,რაოდენ რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს,ახალგაზრდობაში სამხედრო სამსახურის გავლა,სწორედ რუსეთის იმპერიის არმიაში სურდა (ეს ის პერიოდია,როდესაც რუსეთის იმპერიას ოსმალეთთან ჰქონდა ომი).იმ დროინდელ რუსულ არმიაში მრავლად მსახურობდნენ უცხოელი სამხედროები – ბერძნები,ალბანელები კორსიკელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.თავდაპირველად,რუსეთის იმპერიულ არმიაში ჩარიცხვის მსურველს,რა სამხედრო ჩინიც გააჩნდა,იმავე ჩინით იღებდნენ.თუმცა მოგვიანებით,რუსეთის იმპერიამ გამოსცა განკარგულება იმის შესახებ,რომ ყოველი უცხოელი,რომელსაც სურვილი გააჩნდა მათ არმიაში ჩარიცხვისა,რა სამხედრო ჩინისაც არ უნდა ყოფილიყვნენ,ერთი ჩინით დაბალ საფეხურზე დაქვეითებული მოხვდებოდა იმპერიის არმიის შემადგენლობაში.აღნიშნული კანონის ინიციატორი გახლდათ რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-გუბერნატორი – ივანე ზაბოროვსკი.სწორედ აღნიშნულ პერიოდში,კერძოდ 1788 წელს იტალიის ქალაქ ლივორნოში ყოფნისას მოახერხა რანგით კაპიტანმა ნაპოლეონმა შეხვედროდა რუსული სამხედრო მისიის ხელმძღვანელს,რომელსაც საკუთარი სურვილი გააცნო.მათ შორის გამართული დიალოგის დროს,მისიის ხელმძღვანელმა ბონაპარტს უთხრა,რომ მათ არმიაში მოხვედრის შემთხვევაში ერთი ჩინით დაქვეითდებოდა,რაზეც ნაპოლეონმა კატეგორიული უარი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: ” – მე,კაპიტანის რანგში პრუსიის მეფემ ამიყვანა და თქვენ არ მოგცემთ უფლებას იმისას,რომ პროპორშჩიკის რანგში დამაქვეითოთო”.აღნიშნულმა პასუხის შედეგად,ნაპოლეონს უარი ეთქვა რუსეთის იმპერიის არმიაში ჩარიცხვაზე და მას შემდეგ,თუ როგორ განვითარდა ნაპოლეონსა და რუსეთს შორის ურთიერთობები,საყოველთაოდ არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი)