“დავალიანების დაფარვის საოცარი მეთოდი”

დავალიანების დაფარვის საოცარი მეთოდი ჰქონდათ დაწესებული ინდოეთში მდებარე ქალაქ რაჯახმუნდრში.კერძოდ,თუკი რომელიმე მოქალაქეს ქალაქის ბიუჯეტის დავალიანება გააჩნდა (მათ შორის კომუნალური),მისი სახლის წინ ღამის საათებში იკრიბებოდა ქალაქის მერიის მიერ სპეციალურად დაქირავებული მედოლეები,რომლებიც მთელი ღამის მანძილზე განუწყვეტლივ სცემდნენ დოლებზე.გამაყრუებელი ხმაური,არა მარტო მოვალეს უფრთხობდა ძილს,არამედ დიდ უკმაყოფილებასც იწვევდა სამეზობლოში და შესაბამისად,რაჯახმუნდრის მოქალაქე იძულებული ხდებოდა დავალიანება სრულყოფილად დაეფარა.სხვათა შორის აღნიშნულმა ქალაქმა (ამ მეთოდით),გადასახადების ამოღების მხრივ,ინდოეთში ყველაზე დიდ წარმატებასაც მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი)