ოიოში დამკვიდრებული ტრადიცია…
XV-XIX საუკუნეებში,თანამედროვე ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა იორუბას ხალხით დასახლებული აფრიკული ქალაქ-სახელმწიფო – “ოიო”.აღნიშნული ქალაქ-სახელმწიფოს მმართველები ოიოს მართავდნენ მანამ,სანამ ისინი ხალხზე ზრუნავდნენ და შესაბამისად,ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ.იმ შემთხვევაში,თუკი ოიოს მმართველი,ხალხისათვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა,ადგილობრივი მოსახლეობისაგან იქმნებოდა სპეციალური დელეგაცია,რომელშიც შედიოდნენ ქვეყნის საპატიო მოქალაქეები.რის შემდეგაც,ისინი ოფიციალურად მიდიოდნენ ოიოს მმართველთან,რა დროსაც უკმაყოფილების ნიშნად მიჰქონდათ თუთიყუშის კვერცხი,რომელსაც ხელისუფალს გადასცემდნენ.აღნიშნული მეთოდი წარმოადგენდა ერთგვარ სიმბოლოს იმისა რომ,ქალაქ-სახელმწიფოს მმართველს მოსახლეობა აღარ ენდობოდა და მას პოსტი აუცილებლად უნდა დაეტოვებინა.ოიოს არსებობის ისტორიაში,ასეთი არა ერთი ფაქტი დაფიქსირებულა და აღსანიშნავია,რომ უმეტეს შემთხვევაში ქალაქ-სახელმწიფოს ბევრმა ხელისუფალმა სწორედ აღნიშნული მოვლენის შემდეგ დატოვა თანამდებობა,თუმცა იყვნენ ისეთებიც,რომლებიც პრივილეგიებსა და ძალაუფლებას ვერ ელეოდნენ და კვლავაც ქვეყნის მართვას განაგრძობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)