ჰარიკელა

ჰარიკელა - წარმოადგენდა უძველეს სამეფოს ბენგალიაში (ისტორიული რეგიონი სამხრეთ აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით).ისტორიული დოკუმენტები შეიცავენ მრავალ დამადასტურებელ ინფორმაციას აღნიშნული სამეფოს შესახებ,რომლებიც მტკიცდება და დასტურდება რიგი არქეოლოგიური აღმოჩენებისაგან.მათ შორის აღმოჩენილი მრავალი ვერცხლის მონეტისგანაც.“ჰარიკელა” გახლდათ პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო აღმოსავლეთ ბენგალიაში,პალას დინასტიის მმართველობის დაცემის შემდეგ.დღემდე შემორჩენილი ისტორიული არტეფაქტის – სპილენძის დისკოს (აღმოჩენილი ჩიტაგონგას ტაძარში),დაუსრულებელი წარწერისაგან ვგებულობთ,რომ “ჰარიკელა”-ს სამეფოს თავდაპირველად განაგებდა,სარწმუნოებით ბუდისტი მეფე – მაჰარადჯადჰირაჯა კანტივედა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სამეფოს წარმოქმნა დაიწყო ქალაქ ვარდჰამანაპურადან და ისტორიკოსთა ვარაუდით,სწორედ იგი წარმოადგენდა სამეფოს დედაქალაქს.X საუკუნის მეორე ნახევარში,მას განაგებდა ჩანდრას დინასტიის წარმომადგენლები.სხვა ეპიგრაფიული წარწერებიდან,აღნიშნულ დინასტიას ტრაილოკიაჩანდრუს დინასტიად მოიხსენიებდნენ და სწორედ ისინი იყვნენ უმთავრესი დასაყრდენი ძალა “ჰარიკელა”-ს სამეფოსი. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით სამეფოს მმართველობის სათავეში მოვიდა ვარმანის დინასტია.დიდი ჩინელი ბუდისტი ბერისა და სწავლულის – იცზინის გადმოცემის თანახმად “ჰარიკელას სამეფო” განფენილი იყო აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპიროზე,რასაც IX საუკუნის სხვა ავტორებიც ადასტურებენ.XVII საუკუნეში,დიდ მოგოლთა იმპერიის მიერ “ჰარიკელას სამეფო” დაპყრობილ იქნა და იგი შეუერთდა ბენგალიის პროვინციას.აღნიშნული მოვლენის შემდგომ კი “ჰარიკელა”-მ,როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ,საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.