სერ არტურ კონან დოილის – “ბოროტი ხუმრობა”
დიდმა ინგლისელმა მწერალმა – სერ არტურ კონან დოილმა,ერთ დღეს შეარჩია ის ყველაზე ცნობილი თორმეტი ლონდონელი ბანკირი,რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულად უმწიკვლო რეპუტაციითა და ნდობით სარგებლობდნენ.მას შემდეგ კი,გადაწყვიტა ყოველი შერჩეული ბანკირის სახელზე დაეწერა და გაეგზავნა მცირე მოცულობის შემდეგი სახის შეტყობინება: “ყველაფერი ზედაპირზე ამოტივტივდა.დაიმალეთ!” – წერილის მიღებიდან მეორე დღესვე,თორმეტივე ლონდონელი ბანკირი ქალაქიდან გაიქცა.მას შემდეგ,რაც დადგინდა,რომ ყოველივე ეს სერ არტურ კონან დოილის “ბოროტი ხუმრობა” იყო,თითოეულმა მათგანმა აღიარა,რომ მათი გაქცევის უმთავრესი მიზეზი ის ანტისაზოგადოებრივი და არაკანონიერი ხასიათის მქონე საქმიანობა იყო,რომელსაც ისინი მანამდე ფართოდ ეწეოდნენ. (ავტორი გენია.ჯი)