იულიუს ფუჩიკის “ანდერძი”
ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილ ჩეხ ჟურნალისტს,ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსს,პუბლიცისტს და ჩეხოსლოვაკიური კომპარტისს აქტივისტს – იულიუს ფუჩიკს (1903-1943 წლები),რომელიც ავტორია საყოველთაოდ გახმაურებული ნაწარმოებისა – “რეპორტაჟი სახრჩობელიდან”,გერმანელმა ფაშისტებმა ბრალი დასდეს შეთქმულებაში,რის შემდეგაც სასტიკი წამების შემდეგ დახვრიტეს.იულიუს ფუჩიკი,დახვრეტამდე რამდენიმე დღით ადრე,თავის მიერ დაწერილ ამაღელვებელ ანდერძში წერდა:
“ამ ანდერძს თქვენთვის ვწერ; იგი თქვენ გეკუთვნით,მამა,დედა და ჩემო დებო! შენ გუსტა და თქვენ,ამხანაგებო! ყველას,ვისაც ისე ძლიერ ვუყვარდი,როგორც მე მიყვარდა ისინი,თუ ფიქრობთ,რომ სევდას ცრემლები გაგიქარწყლებთ,მაშინ იტირეთ,მაგრამ ნუ შემიცოდებთ.მე ამ ქვეყნად სიხარულისთვის ვიცოცხლე და მისთვისვე ვკვდები, და დასანანი იქნება,თუ ჩემს საფლავზე სევდის ანგელოზი დაიდებს ბინას.ეს დასასრულია,ვკვდები.სიკვდილო,ძლიერ აგვიანებ მოსვლას.ისე კი,უნდა ვაღიარო,იმედი მქონდა,რომ შენთან შეხვედრა მოგვიანებით,წლების შემდეგ მომიხდებოდა და ვიმედოვნებდი,რომ თავისუფალი ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრებდი: მოვასწრებდი ბევრ შრომას,ბევრ სიყვარულს,ბევრ სიმღერას და მოგზაურობას.მე ხომ სწორედ ახლა მივაღწიე სიმწიფის ასაკს,კიდევ უამრავი ენერგია მქონდა,ახლა კი აღარა მაქვს,გათავდა.სიცოცოხლე მიყვარდა და მისმა მშვენიერებამ გამიყვანა ბრძოლის ველზე! ადამიანებო,მე თქვენ მიყვარდით,ბედნიერი ვიყავი,როცა სიყვარულზე სიყვარულით მპასუხობდით და ვიტანჯებოდი,როცა ჩემი არ გესმოდათ.თუ ვინმეს გაწყენინეთ – მაპატიეთ,ვისთვისაც სიხარული მიმინიჭებია – ნუ ინაღვლებს,არ მინდა სევდით გაიხსენოთ ჩემი სახელი”. (ავტორი გენია.ჯი)